მთავარისიახლეებისაზოგადოებაეპიდემიოლოგები ზუგდიდელი მძღოლის კონტაქტებს რამდენიმე რეგიონში იკვლევენ

ეპიდემიოლოგები ზუგდიდელი მძღოლის კონტაქტებს რამდენიმე რეგიონში იკვლევენ [Video]

Published on

ინფიცირებული მძღოლის კლასტერი და კონტაქტების წრე კიდევ უფრო ფართოვდება. ეპიდემიოლოგები კონტაქტებს რამდენიმე რეგიონში იკვლევენ, მათ შორის, ახალი კონტაქტები გამოიკვეთა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში და ისინი ანაკლიის საკარანტინო ზონაში გადაჰყავთ. ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ ზუგდიდელი ტრაილერის მძღოლი მარნეულში დაინფიცირდა, რადგან იქ დაუცველ კონტაქტს ასახელებს.

სულ, ამ დროისთვის, მძღოლის კლასტერის 7 წევრია დაინფიცირებული, მათ შორისაა  ასაკოვანი დედა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმის ინფორმაციით, საყურადღებოა, ასევე ინფიცირებულია ახალგაზრდა  მამაკაცის ორი არასრულწლოვანი შვილი და სამი ახლო ნათესავი – ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი ბავშვი.

ინფიცირებული მამაკაცი რუხიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სხვები კი რუხის კლინიკაში მკურნალობენ.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...