მთავარისიახლეებისაზოგადოებაროგორ ახერხებს აფხაზეთიდან დევნილი ეკა ხუტკუბია პანდემიის პერიოდში ჩირების რეალიზებას...

როგორ ახერხებს აფხაზეთიდან დევნილი ეკა ხუტკუბია პანდემიის პერიოდში ჩირების რეალიზებას [Video]

Published on

სახელწოდება უკვე მოფიქრებული აქვს „სქირი“ (გამომშრალი) და რამდენიმე კვირაში გეგმავს ჩირების სპეციალურ კონტეინერებში მოთავსებასა და რეალიზებას, თუმცა რეალიზებამდე იცის რომ მოცდა მოუწევს, რადგანაც ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები ჯერ კიდევ არ მოხსნილა. აფხაზეთიდან დევნილი, ეკა ხუტკუბია დაახლოებით 20 წელია, რაც ხილის თითქმის ყველა სახეობისგან ეკოლოგიურად სუფთა და სასარგებლო პროდუქტს ამზადებს. თავიდან ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის აკეთებდა, თუმცა მალევე ადგილობრივ ბაზარზე მოახერხა პროდუქციის გასაყიდად გატანა. ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა მრავალფეროვნების მიზნით „ჩირის კანფეტები“ დაემზადებინა, რამაც ძალიან ბევრი ადამიანის მოწონება დაიმსახურა. ეკას თქმით, მისი პროდუქციის შეძენით ბევრია დაინტერსებული, ბოლოს ბათუმიდანაც დაუკავშირდნენ, თუმცა ამ პერიოდში შექმნილმა მდგომარეობამ რეალიზების კუთხით ნაწილობრივ პრობლემები შეუქმნა. „საკონდიტრო ხაზით დიდი გეგმები მაქვს, მთავარია თავდაუზოგავი შრომა და მონდომება“, – ამბობს იგი და დასძენს, რომ რამდენიმე დღეში სპეციალურ დანადგარებს ელოდება, რომელიც გრანტის სახით მიიღო. იგი მცირე ბიზნესის განვითარებისთვის ტრეინინგებსაც აქტიურად ესწრებოდა და პროექტბსაც თავადვე წერს. მისივე თქმით. სხვადასხვა ხილის ჩირი, ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მისი დამზადების დროს დაცულია ჰიგიენის ნორმები და მომზადების წესები. ეკას განმარტებით, ნებისმიერი ხილის ჩირი სასარგებლო თვისებებს მაქსიმალურად ინარჩუნებს. ჩირებისთვის ხილი საკუთარ ეზოში აქვს და არ უწევს დამატებით შეძენა. ეკას მიერ მომზადებული ჩირები მრავალფეროვანი ასორტიმენტით გამოირჩევა. უშაქრო მსხალი, ნესვის ჩირი, მანდარინი შოკოლადში, ხურმა შოკოლადითა და თაფლით, ლეღვის, მარწყვის, კივის და ა.შ მას სჯერა, რომ მალე ადგილობრივ ბაზარზე ჩირი ბრენდირებული სახელწოდებით „სქირი“ თავს ადვილად დაიმკვიდრებს.

სიახლეები

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მილიონ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკრაინის ახალი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის პირველი...

ამოღებულია 331 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

დღეს საქართველოში მინიმუმ 91 პოლიტპატიმარია-TI-მ სია გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ...