მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდელი ინფლუენსერი, რომლის საქმიანობაც პანდემიის დროს აქტუალური გახდა

ზუგდიდელი ინფლუენსერი, რომლის საქმიანობაც პანდემიის დროს აქტუალური გახდა [Video]

Published on

პანდემიით გამოწვეული ახალი რეალობის გამო არსებული ცვლილებები ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა სფეროს თავისებურად შეეხო, მათ შორის არიან ბლოგერები, რომლებიც ინფლუენსერულ საქმიანობას ეწევიან და სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობენ, ძირითადად უცხოურ კომპანიებთან. პანდემიის პერიოდში ინფლუენსერების წინაშე მდგარ გამოწვევებზე და იმაზე თუ როგორ აისახა ეს სიტუაცია მათზე, ინსტაგრამერი და ინფლუენსერ ბლოგერი, ნანო ქობალია თავადვე მოგვიყვება. მანამდე იგი რადიო ოდიში +სტუმრობდა. ინფლუენსერ ბლოგერის თქმით, პანდემიის პერიოდი მისი საქმიანობისთვის, გარკვეულწილად ხელსაყრელი აღმოჩნდა, რადგანაც ევროპულ და ამერიკულ კომპანიებთან აქტიურად ითანამშრომლა. ულამაზესი ნანო თვლის, რომ ჯერ კიდევ დამწყები ბლოგერია, რადგანაც მხოლოდ ერთი წელია ამ საქმიანობით არის დაკავებული. იგი დღეში ოთხი-ხუთი საათი მუშაობს და მიაჩნია, რომ უდიდესი ძალისხმევა და მონდომებაა საჭირო, იმისათვის, რომ გახდე წარმატებული ინსტაგრამერი, ინფლუენსერ ბლოგერი.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...