მთავარისიახლეებისაზოგადოებაარიან თუ არა სალონები მზად რეგულაციებისთვის და რა პრობლემის წინაშე დგებიან...

არიან თუ არა სალონები მზად რეგულაციებისთვის და რა პრობლემის წინაშე დგებიან ობიექტები [Video]

Published on

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, გეგმის მიხედვით ორკვირიანი ინტერვალებით მოიხსნება. რაც შეეხება სალონებს, მისი გახსნა მეოთხე ეტაპზე იგეგმება, ანუ რვა ივნისიდან. თუმცა აქ მკაცარად უნდა გაითვალისწინონ ყველა ის შესაბამისი რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს სალონების ფედერაციის განცხადებაშია აღნიშნული. მათი თქმით, სილამაზის სალონები საშუალო რისკის მატარებელ ობიეტებს მიეკუთვნება. “ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ნებისმიერ თქვენთაგანთან კონსტრუქციული წინადადებებით და გვერწმუნეთ, ჩვენი ინტერესები თანმხვედრია”,- ნათქვამია საქართველოს სალონების ფედერაციის პრეზიდენტის თამუნა შარაშენიძის განცხადებაში. • წესები, რომელიც სალონებმა უნდა დაიცვან დიდია, ყველაზე მეტად თვალშისაცემია ერთ-ერთი წესი – ხელოსნებსა და მომხმარებლებს შორის ორმეტრიანი მანძილის დაცვა. ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სალონის „ნეი-არტი“-ის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელი, სალომე ქირია ამბობს, რომ დაიცავენ და გაითვალისწინებენ ყველა რეკომენდაციას, თუმცა მისთვის გაურკვეველია ორმეტრიანი დისტანციის დაცვა როგორ მოახერხებენ. რამდენად შეძლებენ სალონები აღნიშნული წესების დაცვას, ეს რა თქმა უნდა მეოთხე ეტაპზე გაირკვევა, როცა სალონები სხვა დასესებულებებთან ერთად ფუნქციონირებას განაახლებენ.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...