მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში დღეიდან ექიმების covid 19-ზე გამოკვლევა იწყება

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში დღეიდან ექიმების covid 19-ზე გამოკვლევა იწყება [Video]

Published on

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიულ განყოფილებაში დღეიდან მედიკოსების ბიოლოგიური მასალების კვლევები დაიწყო „კოვიდ 19“-ზე. საავადმყოფოს ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელის, ლელა ქაჯაიას თქმით, ამას მოჰყვება კიდევ სხვა ეტაპები ანუ იმ რისკჯგუფების კვლევა, რომელთაც შეხება ჰქონდათ სხვადასხვა სამსახურებთან და მუშაობდნენ მთელი ამ ხნის მანძილზე. მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით კვლევები მიმდინარეობს საუკეთესო შედეგებით რეგიონში და არის დადებითი დინამიკა.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გუშინ კვლევა 13 პაციენტის ბიოლოგიურ მასალას ჩაუტარდა „კოვიდ 19“-ზედა ცამეტივე პაციენტზე  პასუხები იყო უარყოფითი. გამოიკვლიეს ხობის, სენაკისა და რუხის ცხელების ცენტრებში, ასევე საკარანტინო ზონაში მყოფი პაციენტები.

კოვიდ-19“-ზე ლაბორატორიული კვლევები ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ დაიწყო. უკვე ჩაუტარდა ტესტირება 40-მდე ადამიანს. არც ერთი პასუხი დადებითი არ ყოფილა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...