მთავარისიახლეებისაზოგადოებამეფუტკრეები პრობლემებზე საუბრობენ

მეფუტკრეები პრობლემებზე საუბრობენ [Video]

Published on

მეფუტკრე ფერმერი თინათინ ბულია, რომელიც კოოპერატივი „ნექტარ-2016“-ის თავმჯდომარეა, ორ თვეზე მეტია მის საქმიანობას გარკვეული პრობლემები შეექმნა.
როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, გადაადგილებისა და სხვა სახის შეზღუდვების გამო, მათი მოსავალი მცირდება, შესაბამისად, გაყიდვებსაც ვერ ახერხებენ და თავიანთი ძალებით ზრუნავენ რამდენიმე ასეული ფუტკრის ოჯახის გადარჩენაზე.
ფერმერი ქალბატონის თქმით, სტუდენტი შვილიც დააინტერესა მისმა საქმემ, რადგანაც იგი დისტანციურ სწავლებაზეა სხვა სტუდენტების მსგავსად გადასული, ძირითადად ამ ეტაპზე დედას ეხმარება და ეს საქმიანობა ძალიან კარგადაც გამოსდის.
კოოპერატივში სულ 12 ადამიანია დასაქმებული და ყველაზე ასაკოვანი და გამოცდილი 75 წლის ქალბატონი ლამზირა რაფავა არსებულ პრობლემებზე გვესაუბრება.
მისი თქმით,სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნულ სიტუაციაში შესაძლებელი იყო ფერმერებისთვის დახმარებისა და შეღავათების გაწევა.
როგორც მეფუტკრე ფერმერი ამბობს, მათი თაფლი ბაზარზე ცნობილია, როგორც ბრენდი „თოფური“ და გასულ წელს მათ ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით ათ ტონამდე თაფლი გაყიდეს.
ფერმერების განმარტებით, ჯერჯერობით არ იციან რა რაოდენობის ზარალი მიადგა მათ საქმოანობას, თუმცა იმედი აქვთ, რომ შეძლებენ სიტუაციის გამოსწორებასა და ფუტკრის ოჯახების გადარჩენას.

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...