მთავარისიახლეებიაფეთქების შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა უმძიმესია, ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება -...

აფეთქების შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა უმძიმესია, ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება – ქაშიბაძე

Published on

დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის მდგომარეობა უმძიმესია.

მისივე თქმით, ის რეანიმაციულ განყოფილებაში, კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაშია, მართვით სუნთქვაზე, აღენიშნება როგორც სასუნთქი გზების დაზიანება, ასევე ბაროტრავმა, რაც სავარაუდოდ, გაზის აფეთქებამ გამოიწვია. მდგომარეობა უმძიმესია, საკმაოდ სერიოზული,- ამბობს ქაშიბაძე.

როგორც გუშინ გუგა ქაშიბაძემ “პირველებს უთხრა“, 31 წლის კაცს აღენიშნება სხეულის თერმული დამწვრობა დაახლოებით 87 % -ი , ამას ემატება სასუნთქი გზების დაზიანება, თერმულ ინჰალაციური ტრავმა და ბაროტრავმა.

ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი – დაშავდა.

სიახლეები

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას განსაკუთრებით ამკაცრებს ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების...

22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში...

საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! – ნიკა გვარამია ივანიშვილზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების...

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით...