მთავარისიახლეებიევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა

Published on

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას განსაკუთრებით ამკაცრებს

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა, ხოლო სანქციების აღსრულების საკითხებში ახალ სპეციალურ წარმომადგენლად შვედი დიპლომატი დანიშნა. ახალი უწყება სანქციების ყველა მიმართულებას გააკონტროლებს, განსაკუთრებული კი რუსეთს, ბელარუსს, ასევე ირანს, ჩრდილოეთ კორეასა და სირიას.

“დღეს კომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა, რომლის მიზანი სანქციების სრულ ციკლთან დაკავშირებით კომისიის გამოცდილების გაერთიანებაა. პოლიტიკის შემუშავებიდან დაწყებული, მისი იმპლემენტაციით, აღსრულებითა და სანქციებისთვის გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლით დამთავრებული, მათ შორის, მესამე ქვეყნებთან კომუნიკაციისა და ჩართულობის ჩათვლით. ეს შეეხება სანქციების ყველა რეჟიმს, კერძოდ, რუსეთისა და ბელარუსის, ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და სირიის, ასევე, ჰიბრიდული და ორგანიზებული დანაშაულის მიმართ“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ახალი სტრუქტურა, რომელიც 2027 წლის 16 იანვრიდან ამოქმედდება, სანქციების პოლიტიკის შემუშავებას, აღსრულებასა და მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობას გააერთიანებს. ევროკომისიის განმარტებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და ევროკავშირის რეაგირებამ სანქციები საგარეო პოლიტიკის მთავარ ინსტრუმენტად აქცია. ომის დაწყებიდან დღემდე ბრიუსელმა სანქციების 21 პაკეტი მიიღო, რამაც უფრო მჭიდრო კოორდინაციისა და სტრუქტურების გაძლიერების საჭიროება გააჩინა

სიახლეები

აფეთქების შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა უმძიმესია, ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება – ქაშიბაძე

დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31...

22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში...

საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! – ნიკა გვარამია ივანიშვილზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების...

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით...