მთავარისიახლეებისაზოგადოებამდინარე ხობისწყალში 2 მრავალსაუკუნოვანი ხე უკვე შეაცურეს

მდინარე ხობისწყალში 2 მრავალსაუკუნოვანი ხე უკვე შეაცურეს [Video]

Published on

ხობის რაიონის  სოფელ ქარიატაში ხეების გადატანის სამუშაოები დილის 6 საათზე განახლდა. ბიძინა ივანიშვილისთვის განკუთვნილი 2  ასწლოვანი ჭადარის გადასატანად  მდინარე ხობისწყალს კალაპოტი  გაუზარდეს, რომელსაც 3 დღე დასჭირდა, რის შემდეგადაც ხეები  მდინარე ხობისწყალში ბარჟათი ჩაუშვეს. ბარჟამ  10 კილომეტრი უნდა  გაცუროს, რომ ზღვაში გავიდეს, შემდგომ ზღვით ივანიშვილის  შეკვეთილში მდებარე რეზიდენციაში გადაიტანენ.

სამუშაოებში სანაპირო დაცვის კატარღებია  ჩართული, ამასთანავე ადგილზე იმყოფება ხობის რაიონული განყოფილების პოლიციის 2 ეკიპაჟი.სოფელ ქარიატაში კიდევ 6 ხეა გამზადებული წასაღებად, ხოლო მეორე ხორგაში საუკუნოვანი ცაცხვის ხის ამორგვითი სამუშაოები მიმდინარეობს

სიახლეები

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მილიონ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკრაინის ახალი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის პირველი...

ამოღებულია 331 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

დღეს საქართველოში მინიმუმ 91 პოლიტპატიმარია-TI-მ სია გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ...