მთავარისიახლეებისაზოგადოებასოხუმში 4 მაისს სკოლები გაიხსნება და სკოლებთან ერთად სხვადასხვა სასწავლო და...

სოხუმში 4 მაისს სკოლები გაიხსნება და სკოლებთან ერთად სხვადასხვა სასწავლო და კულტურული დაწესებულებებიც ამუშავდება [Video]

Published on

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, როგორც კი კორონა ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, რუსეთის სამხედრო სარდლობამ მიიღო გადაწყვეტილება ქალაქ გუდაუთაში განლაგებული რუსების მე-7 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, სადაც დაახლოებით 4500-მდე სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, საველე სამედიცინო პოსპიტალი გაეხსნათ. აღნიშნულ ინფორმაციას ჩვენი სანდო წყარო გვიყვება, რომელიც გალში ცხოვრობს და მასთან ინტერვიუ ტელეფონის საშუალებით ჩავწერეთ. ცნობისთვის, აღნიშნული სამხედრო ბაზები მაღალი დონის ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი, ოფიცრებისთვის და ჯარისკაცებისთვის საცხოვრებელი სახლებით და შემდეგ უკვე დანარჩენი ინფრასტრუქტურით. ოფიცრების ნაწილი ბაზებზე ოჯახებითურთ ცხოვრობს, თითოეულ ბაზაზე ჯარისკაცებისა და ოფიცრების კონტინგენტი სხვადასხვაა, ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა ქალაქ გალში მდებარეობს. სანდო წყაროს თქმით, ე.წ საზღვრების ჩაკეტვამ აფხაზეთში კორონა ვირუსის გავრცელების საფრთხე შეაჩერა. მისივე განმარტებით, 20 აპრილს ოკუპირებულ აფხაზეთში კომენდანტი საათი გაუქმდა და ნაწილობრივ შეზღუდვები მოისხნა, ასევე ქალაქ სოხუმში ოთხ მაისს სკოლები სასწავლო პროცესს განაახლებენ და სკოლებთან ერთად სხვადასხვა სასწავლო და კულტურული დაწესებულებებიც ამუშავდება. ჩვენი სანდო წყაროს თქმით, აფხაზეთის ტერიტორიაზე იგეგმება მასიურად სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...