მთავარისიახლეებისაზოგადოებამეუფე გერასიმეს ემოციური მიმართვა მრევლს - მიტროპოლიტი ქადაგებისას ატირდა

მეუფე გერასიმეს ემოციური მიმართვა მრევლს – მიტროპოლიტი ქადაგებისას ატირდა [Video]

Published on

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ქადაგებისას იტირა. მეუფემ შეკრებილ მრევლს სააღდგომო წირვის შემდეგ მიმართა, მეუფემ ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.

მან მადლობა გადაუხადა პატრიარქს, სასულიერო პირებს, სტიქაროსნებს, მგალობლებსა და ექიმებს.

“რაც მთავარია, მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ერს, რომელმაც აჩვენა მსოფლიოს მაგალითი, აჩვენა, როგორები ვართ, აჩვენა, რომ ერთად დგომა შეგვიძლია. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ,” – განაცხადა მეუფე გერასიმემ.

სააღდგომო ღვთისმსახურება ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ტაძრებში დღეს დილის 7:00 საათზე დაიწყო. მრევლი საკათედრო ტაძარში პირბადეებითა და დისტანციის დაცვით იდგა. ადგილზე სამართალდამცავებიც იმყოფებოდნენ. წირვის შემდეგ მეუფემ მრევლს სააღდგომოდ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...