მთავარისიახლეებისაზოგადოებაონლაინგაკვეთილები - დადებითი და უარყოფითი მხარეები

ონლაინგაკვეთილები – დადებითი და უარყოფითი მხარეები [Video]

Published on

პანდემიის პირობებში, როცა მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დგას, განათლების სისტემა ურთულეს გზას გადის. პირველი ონლაინგაკვეთილები, დისტანციური სწავლება სკოლებსა და უნივერსიტეტებში, რა გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს ჩვენს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის კუთხით და რა ონ­ლა­ინ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სთა­ვა­ზობს სკო­ლებს. ეს ქიმიის გაკვეთილია, პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი ხათუნა ქვარცხავა ახლა ონლაინგაკვეთილს მეათე კლასის 5 მოსწავლეს უტარებს, გვიხსის,  რომ ჯგუფებში 5-5 მოსწავლეა და ასე უფრო ეფექტური მუშაობა გამოსდის. თუმცა არც სიძნელეებზე ხუჭავს თვალს და დადებით და უარყოფით მხარეებს ასახელებს. გაკვეთილი ონლაინრეჟიმში 15 წუთიანია, მოსწავლეები ამ დროს მაქსიმალურად იტერაქტიულად ერთვებიან პროცესში, ამბობენ, რომ ახლა საუკეთესო გამოსავალი ესაა, რადგან სახლში ყოფნის პერიოდში  მაქსიმალურად გამოიყენონ ერთადერთი შესაძლებლობა, მანამ, სანამ ქვეყანა ჩვეულ ცხოვრების რეჟიმს არ დაუბრუნდება
დისტანციური სწავლებისთვის საქართველოს განათლების სისტემა მზად არ არის, ამაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, მისი თქმიტ, ეს ფაქტია და თავი არ უნდა მოვიტყუოთ. პრობლემას ქმნის ის, რომ რეგიონებში ბავშვებს  ელემენტარული ინტერნეტის პრობლემა აქვთ, შესაბამისად სწავლის პროცესიც არაეფექტურია, თუმცა შედარებით უკეთსი მდგომარეობაა ქალაქში.
სწორედ იმიტომ, რომ მოსწავლეების 30%-ზე მეტს ინტერნეტზე წვდომა არა აქვს, განათლების სამინისტრომ მთავრობასთან ერთად ტელეგაკვეთილები დაიწყო, რომელიც პირველი არხის ეთერში 30 მარტიდან გადაიცემა.   საეთერო ბადე (გაკვეთილების ცხრილი) ყველა კლასის საგანს მოიცავს. ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ატარებენ, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან და მოსწავლეებს „ტელესკოლის“ ფორმატს მორგებულ სასწავლო პროგრამას სთავაზობენ.

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...