მთავარისიახლეებისაზოგადოებალელო ზუგდიდის რეგიონულმა ოფისმა პატივი მიაგო 9 აპრილს დაღუპულ გმირებს

ლელო ზუგდიდის რეგიონულმა ოფისმა პატივი მიაგო 9 აპრილს დაღუპულ გმირებს [Video]

Published on

31 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის საშინელი ტრაგედიიდან, რომელსაც თავისუფლებისთვის მებრძოლი უდანაშაულო ადამიანები შეეწირა.

ამ დღესთან დაკავშირებით „ლელოს“  ზუგდიდის რეგიონულმა ოფისმა პატივი მიაგო ცხრა აპრილს დაღუპულ გმირებს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ახვლედიანმა აღნიშნა, რომ დღევანდელი დღის მსგავსად, მაშინაც კომენდანტის საათი იყო საქართველოში და მაშინაც თეთრხალათიანი ექიმები ჭირისუფლებდნენ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც იმ ტრაგიკულ საღამოს დაიღუპნენ, დაზიანდნენ და დაიჭრნენ. თუმცა დღევანდელი დღე იმით  განსხვავება, რომ დღეს ჩვენ ვებრძვით უხილავ მტერს.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილის ღამის დარბევას 20 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ერთი მოქალაქე კომენდანტის საათის დროს მოკლეს რუსმა ჯარისკაცებმა.

სიახლეები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა

93 წლის ასაკში, საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, ღვთივმიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი...

შეერთებული შტატები კუბის პრეზიდენტ მიგელ დიას-კანელის გადადგომას მოითხოვს

შეერთებული შტატები კუბის პრეზიდენტ მიგელ დიას-კანელის გადადგომას მოითხოვს - ინფორმაციას გამოცემა New York Times...

პატრიარქის მკურნალობაში ჯანდაცვის სამინისტრო უცხოელ სპეციალისტებს ჩართავს

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მკურნალობაში ჯანდაცვის სამინისტრო უცხოელ სპეციალისტებს ჩართავს. ამის შესახებ ინფორმაცია კონსილიუმის...

კლინიკის დირექტორი პატრიარქზე-მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო

პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო. მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა. როგორც მოგეხსენებათ, შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც...