მთავარიUncategorizedდაჯარიმებული მოქალაქე სასამართლოში აპირებს ჩივილს

დაჯარიმებული მოქალაქე სასამართლოში აპირებს ჩივილს [Video]

Published on

„მე არ ვიბრძვი მხოლოდ 3 ათასი ლარის ოდენობის ხარჯის თავის არიდებისთვის, მე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, რომელიც არ ვცნობ დარღვევის ოქმს, ვგმობ ამ თავხედობასა და ტყუილს“, – აცხადებს ჩვენთან საუბარში, ზუგდიდელი ლადო აბსანძე, რომელიც შვილთან ერთად მაღაზიასთან იმყოფებოდა, როცა ისინი სამართალდამცავებმა სოციალური დისტანციის წესის დარღვევისთვის 3 ათასი ლარით დააჯარიმეს. შემთხვევა სუპერმარკეტ „ჯიბეში“ 30 მარტს მოხდა. როგორც იგი ამბობს, ისინი უკანონოდ დააჯარიმეს და გასაჩივრებას გეგმავს. მისივე თქმით, ის აპირებს ბოლომდე იბრძოლოს სიმართლის გასარკევვად და ასევე გეგმავს შს მინისტრს მიმართოს თხოვნით, რომ ჯარიმის თანხა პრემიის სახით ნებისმიერ ღირსეულ პოლიციელს გადასცეს. ამ საკითხზე სპეციალური განცხადება ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამაც გააკეთა და მოსახლეობას მოუწოდა, რომ მაქსიმალურად დაიცვან წესრიგი. შს სამინისტროში მოქალაქის დაჯარიმების ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ ლადო აბსანძეს და მის სრულწლოვან შვილს სამართალდამცავებმა სოციალური დისტანციის წესის დაცვისკენ არაერთხელ მოუწოდეს, თუმცა უშედეგოდ. მათივე მტკიცებით, მოქალაქეს ჯარიმა სწორედ ამის შემდეგ გამოუწერეს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, რაც გულისხმობს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის 15 ათასი ლარით.

სიახლეები

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 84 პირს ბრალი წარედგინა

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის,...

პაპუაშვილი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე- მოვა მაისი

მოვა მაისი და ვნახავთ - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმული...

რუსეთი წელს 9 მაისის აღლუმზე სამხედრო ტექნიკას “ოპერაციული ვითარების გამო” აღარ გამოიყვანს

რუსეთი ამცირებს 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში და ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს,...

ჩვენი სურვილია, 4 რადიკალური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები-კობახიძე

თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც თავისი შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური პოლიტიკური...