მთავარისიახლეებისაზოგადოებასალომე ფაცაციას მიერ შექმნილი მოხალისეთა ჯგუფი Covid-19-ის პანდემიის პირობებში ადგილობრივებს ეხმარება

სალომე ფაცაციას მიერ შექმნილი მოხალისეთა ჯგუფი Covid-19-ის პანდემიის პირობებში ადგილობრივებს ეხმარება [Video]

Published on

ზუგდიდელმა სალომე ფაცაციამ მოხალისეების ჯგუფი შექმნა ხანდაზმულთა დასახმარებლად. ის დიდი ხანია, სოციალურად დაუცველ ოჯახებს სხვადასხვა დახმარებას უწევს, თუმცა Covid-19-ის პანდემიის პირობებში გადაწყვიტა, რომ უფრო მეტია საჭირო

“დავწერე ფეისბუკვერდზე, რომ საჭიროა ასეთ დროს ამოვუდგეთ ამ ადამიანებს გვერდში. გამომეხმაურნენ მოხალისეები და მათი დახმარებით ყოველდღიურ რეჟიმში დავდივართ ბენეფიციარებთან და საჭიროებისამებრ მოგვაქვს საკვები პროდუქტები, მედიკამენტები იქნება, მოვლის საშუალებები, თუ ფინანსური დახმარება.”– გვითხრა მან.

მოხალისეებს ფინანსურად ემიგრანტები და ადგილობრივი ბიზნესმენები უჭერენ მხარს. მოხალისეები ძირითადად დადიან 70-ს გადაცილებულ ადამიანებთან, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში სახლიდან გასვლა ეზღუდებათ.

თუ არის ადამიანი საწოლს მიჯაჭვული, მაგ შემთხვევაში შევდივართ მასთან (ოთახში), ვტოვებთ საკვებს და გამოვდივართ ხოლო თუ მას შეუძლია გადაადგილება, ჩვეულებრივ კარებთან ვტოვებთ (პროდუქტს) და ვბრუნდებით უკან, რათა დავიცვათ ისინიც და ჩვენც დავიცვათ თავი.“-ამბობს ის.

სალომე ფაცაცია ფიქრობს, რომ მსოფლიო რთული გამოწვევის წინაშე დგას და ასეთ დროს ერთმანეთზე ზრუნვა და კეთილი საქმის კეთება თითოეული მოქალაქის ვალია.

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...