მთავარისიახლეებისაზოგადოებაიცავენ თუ არა ზუგდიდის ბაზარში მკაცრი გაფრთხილების შემდეგ რეკომენდაციებს

იცავენ თუ არა ზუგდიდის ბაზარში მკაცრი გაფრთხილების შემდეგ რეკომენდაციებს [Video]

Published on

მკაცრი გაფრთხილებიდან მეორე დღეს რა მდგომარეობაა ზუგდიდის აგრარულ ბაზარში იცავენ თუ არა მოქალაქეები სოციალურ დისტანციას და არეგულირებს თუ არა ბაზრის ადმინისტრაცია სურსათის ეროვნული სააგენტოსადა  ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების მიერ გაცემულ რეკომენდაციიებს. სანახევროდ დახურულ ბაზარში მხოლოდ საკვები პროდუქტები და ჰიგიენის საშუალებები იყიდება. წინა დღეებთან  შედარებით  პროდუქტები დახლებზე ღიად არ იყიდება თუმცა სოციალური დისტანციის მხრივ სახარბიელო მდგომარეობა არ დაგვხვდა. მიუხედავად იმისა რომ დისტანციის დაცვას მოხალისეები არეგულირებენ  მათი თქმით დამატებითი რესუურსია საჭირო.

ადამიანები რომლებიც  აგრარულ ბაზარში მუშაობენ მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო აქ გამომუშავებული ყოველდღიური შემოსავალია  ბაზრის დახურვის შემთხვევაში კი მათი თქმით ეს საარსებო წყარო შეუწყდებათ.

სამეგრელოს ზემო სვანეთის რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიმ აგრარულ ბაზრებთნ დაკავშირებით გუშუინ განცხადება გააკეთა ,რწმუნებულის განმარტებით არაერთი გაფრთხილება მიეცა აგრარულ ბაზრებს თუმცა იქ მოქალაქეები არ იცავენ სოციალურ დისტაციას და სხვა რეკომენდაციებს რასაც სურსათის ეროვნული სააგენტოსადა ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები აძლევენ მოვაჭრეებს გუბერნატორმა მკაცრი გაფრთხილება მისცა ბაზრის ადმინისტრაციას დ მოვაჭრეებს რომ რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში აგრარული ბაზრების დახურვის გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...