მთავარისიახლეებისაზოგადოებაკომენდანტის საათის მეორე ღამეს ზუგდიდში, დაახლოებით 20-მდე მძღოლი დაჯარიმდა...

კომენდანტის საათის მეორე ღამეს ზუგდიდში, დაახლოებით 20-მდე მძღოლი დაჯარიმდა [Video]

Published on

კომენდანტის საათის მეორე ღამეს  ზუგდიდში, დაალოებით 20-მდე  მძღოლი დაჯარიმდა. – ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ განუცხადა. მერმა მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობების პირობებში არსებული კანონმდებლობის წესების დაცვისკენ მოუწოდა. შენგელია ასევე შეეხო,  ზუგდიდში არსებულ მდგომარეობას და აღნიშნა, რომ  40 მოქალაქეა თვითიზოლაციაში და ეს მაჩვენებელი იკლებს, ხოლო 82 ადამიანია საკარანტინო ზონებში, საიდანაც 10 აფხაზეთიდანაა.

გიორგი შენგელია ასევე შეეხო რუხიდან ფოთის ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილ დედა-შვილსაც და განაცხადა, რომ მათ  უტარდებათ გამოკვლევები და შემდგომში მიიღებენ ექიმები გადაწყვეტილებას მოხდება თუ არა მათი ანალიზების გაგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. ამასთანავე ელოდებიან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი  3 ადამიანის პასუხს ლუგარის ლაბორატორიიდან.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...