მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის ბაზარში მალფუჭებადი პროდუქტები პირდაპირ დახლებიდან იყიდება

ზუგდიდის ბაზარში მალფუჭებადი პროდუქტები პირდაპირ დახლებიდან იყიდება [Video]

Published on

ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე, როცა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ვართ, წითელ ზონადაა გამოცხადებული ორი მუნიციპალიტეტი და კორონავირუსთან ბრძოლისა და თავდაცვის მიზნით ჯანდაცვის ორგანიზაციები დაწვრილებით გასცემენ რეკომენდაციებს, ზუგდიდის ბაზარში ასეთი სურათი გვხვდება. მალფუჭებადი  პროდუქტები ბაზარში პირდაპირ  დახლებიდან იყიდება, მაცივრის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება სურსათის უვნებლობის დადგენილ  ნორმებსა და სტანდარტებს.

მოვაჭრეების განმარტებით, ბაზარში მომხარებლების რაოდენობა კორონავირუსის გამო საგრძნობლად შემცირებულია, ამიტომაც იძულებული არიან, გასაყიდი საქონელი მომხარებლისთვის უფრო თვალსაჩინო ადგილას განათავსონ. ტელე-კომპანია ოდიშის კამერების გამოჩენამ გამყიდველების გააღიზიანება გამოიწვია.

ბაზარში მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის წესების დარღვევის გარდა, მომხმარებლებმაც  და იქ  მომუშავეებმაც პრეტენზიები ბაზარში უპატრონო ძაღლების მომრავლებაზე გამოთქვეს.

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...