მთავარისიახლეებისაზოგადოებაანაკლიის საკარანტინო სივრცეში მოთავსებული 87 პირიდან ერთი მცირეწლოვანია

ანაკლიის საკარანტინო სივრცეში მოთავსებული 87 პირიდან ერთი მცირეწლოვანია [Video]

Published on

ანაკლიის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის სულ 87 პირია მოთავსებული მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. -ამი შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ განაცხადა. მისი თქმით, 9 პირი მარნეულიდანაა და ანაკლიის საკარნტინო ზონაში ოზურგეთიდან გადმოიყვანეს.

“კარანტინში მყოფ არცერთ პირს, მათ შორის, არც მარნეულში მცხოვრებლებს, ინფექციის ნიშნები არ აქვთ. მათ არ ჰქონიათ პირდაპირი კონტაქტი დაინფიცირებულ ქალთან, თუმცა არიან რისკზონიდან. რაც შეეხება საავადმყოფოებს, რეგიონში მხოლოდ ფოთში იყო საეჭვო შემთხვევა, თუმცა ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და მისი მკურნალობაც შესაბამისად გაგრძელდება,” – განაცხადა ნანა ოდიშარიამ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე სულ სამეგრელო-ზემო სვანეთში კარანტინში 160-მდე პირის  მოთავსებაა შესაძლებელი, ზუგდიდისა და ფოთის საავადმყოფოებში კი, პაციენტების მისაღებად 40-მდე საწოლია მზად. თვითზოლაციაში 358 ადამიანია, 27 კი კარანტინშია გადაყვანილი. გარდა ანაკლიისა, მესტიის საკარანტინო ზონაში ორი ტურისტი რჩება.

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...