მთავარისიახლეებისაზოგადოებასამეგრელოს რეგიონში თვითიზოლაციაში 266 ადამიანი იმყოფება

სამეგრელოს რეგიონში თვითიზოლაციაში 266 ადამიანი იმყოფება [Video]

Published on

საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, ამ დროისათვის, სამეგრელოს რეგიონში თვითიზოლაციაში 266 ადამიანია, ხოლო 46 ადამიანი მოიხსნა თვითიზოლაციიდან ვადის ამოწურვის გამო. საკარატინო ზოლში იმყოფება – 47 ადამიანი, საიდანაც 16 გადაყვანილ იქნა ადგილობრივი რეგიონიდან. გუშინ თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო 5 პირი იქნა გადაყვანილი საკარანტინო ზოლში, 1 – ზუგდიდიდან, 2 მესტიიდან და 2 ფოთიდან. ოდიშარიას თქმით, კარანტინში მყოფ პირებს არ აღენიშნებათ ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები. საკარანტინო ზოლში იმყოფებიან ის ადამიანები, რომლებმაც დაარღვიეს თვითიზოლაციის წესები ან რომელთაც არ გააჩნიათ თვითიზოლაციის პირობები. სამეგრელოში ახალი კორონავირუსის სიმპტომებით არც ერთი პაციენტი არ წევს. ამ დროისათვის საქართველოში კარანტინის რეჟიმში – 1966, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 259 ადამიანი იმყოფება

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...