მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ლელო" ითხოვს რუხის მრავალფუნქციური კლინიკა ინფექციური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის...

“ლელო” ითხოვს რუხის მრავალფუნქციური კლინიკა ინფექციური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის სამედიცინო რეგიონალურ ჰაბად იქცეს [Video]

Published on

ლელო ზუგდიდის რეგიონული ოფისი გამოდის ინიციატივით,რომ რუხის მრავალფუნქციური კლინიკა,რომელიც უფუნქციოა გახდეს ინფექციური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის სამედიცინო რეგიონალური ჰაბი. ამის შესახებ რეგიონული ორგანიზაციის ხელმზღვანელმა ალექსანდრე ახვლედიანმა განაცხადა.

“2012 წელს იქნა მიღებული გადაწყვეტილება ზუგდიდის მუნიციპლიტეტის სოფელ რუხში აფხაზეთის გამყოფ ზოლთან ,აშენებულიყო მრავალფუნქციური კლინიკა-საავადმყოფო სტაციონალური განყოფილებით.2018 წელს,როგორც გვაქვს ინფორმაცია დასრულდა მისი მშენებლობა და პროექტის ღირებულებამ შეადგინა 42მილიონ 620 ათასი ლარი.ჩვენი ინფორმაციით 220 საწოლზე გათვლილი ,7 ბლოკირებული განყოფილება პლიუს 25 ადგილიანი სასტუმრო ზუსტად პასუხობს დღეს ჩვენს ქვეყანაში მძვინვარე ვირუსულ გამოწვევას.ხელისუფლებას გაუგებარი მიზეზებით გადამალული აქვს ეს საავადმყოფო და ის დანაშაულებრივად უფუნქციოა.ამიტომ გამოვდივართ ინიციატივით და ვთავაზობთ ხელისუფლებას მოხდეს უმოკლეს ვადაში აღჭურვა თანამედროვე სტანდართებით და ინფექციური დაავადების პრევენციისა და მკურნალობის ცენტრად იქცეს.თუ ხელისუფლება არ იქნება ადეკვატური ჩვენი ინიციატივის მიმართ,მაშინ დაასაბუთოს უმოქმედობის მიზეზები.” – აცხადებს ახვლედიანი.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...