მთავარისიახლეებისაზოგადოება"არ არსებობს ადამიანი, რომელიც წმინდა ბარძიმიდან ეზიარება და ის დაინფიცირდეს" - მეუფე...

“არ არსებობს ადამიანი, რომელიც წმინდა ბარძიმიდან ეზიარება და ის დაინფიცირდეს” – მეუფე გერასიმე(Foto) [Video]

Published on

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ზიარების წესების შეცვლას და საერთო კოვზის ნაცვლად ერთჯერადი კოვზის გამოყენებას საჭიროდ არ მიიჩნევს . მისი თქმით ეკლესიის ისტორიაში არასდროს ყოფილა ვინმეს დაინფიცირების შემთხვევა.

“არ არსებბს ადამიანი, რომელიც წმინდა ბარძიმიდან ეზიარება, წმინდა ბარძიმიდან ღებულობს მაცხოვრის უხრწნელ ხორცსა და მის პატიოსან სისხლს და იგი დაინფიცირდეს. არ არსებობს ადამიანი, რომელმაც საკურნებლად სულისა და ხორცისა არ მიიღოს ეს სიწმინდეები….მოგეხსენებათ, რომ ამ მთლიან ბარძიმს ღებულობს მღვდელი თუ მსახური დიაკვანი, მაშინ პირველი დაინფიცირებულები ისინი უნდა იყვნენ.”- განაცხადა მეუფე გერასიმემ

 დღეს ზუგდიდის ტაძრებში მრევლმა ბარძიმი ერთჯერადი ჭიებით მიიღო და საერთო კოვზით ეზიარა. მეუფე გერასიმემ ქადაგების შემდეგ ტაძარში შეკრებილ მრევლს ანტიბაქტერიული ხსნარი დაურიგა, რომელიც კორცხელის დედათა მონასტერში დაამზადეს. მეუფემ მრევლს ლოცვისკენ მოუწოდა.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ზიარების შემდგომ, სასმელის მიღება მოხდება საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით. ეკლესია მრევლს მოუწოდებს, საზღვარგარეთ წასვლისგან თავი შეიკავონ.საპატრიარქო მორწმუნეებს კიდევ ერთი ინიციატივით მიმართავს – დღეიდან, ყოველ კვირა დღეს, 12 საათზე დაიწყება ზარების რეკვა, პატრიარქის კურთხევით, სასურველია მოქალაქეები ამ დროს ქუჩებშიც გაჩერდნენ და ილოცონ.

სიახლეები

ჩვენ საქართველოს ველით – სამწუხაროდ, დრო გადის და ბევრ დროს ვკარგავთ, ტანგოს კი ორი ცეკვავს- ჰერჩინსკი

ჩვენ საქართველოს ველით - სამწუხაროდ, დრო გადის და ბევრ დროს ვკარგავთ, ტანგოს კი ორი...

ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულ ძალოვნებს პატიმრობა შეეფარდათ

ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ძალოვნებს - სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი...

გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჰერჩინსკი

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველომ შეაჩერა ევროკავშირისკენ სვლა - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ...

ჰერჩინსკი ტრაგიკული პიროვნებაა, შესაბამისად ის ღონისძიება, რომელსაც ატარებს დიდ ღირებულებას არ წარმოადგენს – კობახიძე

კობახიძემ ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩნსკი "ტრაგიკულ პიროვნებად" მოიხსენია. მისი მტკიცებით, ასეთი ელჩის მიერ ორგანიზებული...