მთავარისიახლეებიკონფლიქტებისახელისუფლებო გუნდი ხაჯიმბას განცხადების განსხვავებულ ინტერპრეტაციას გვთავაზობს

სახელისუფლებო გუნდი ხაჯიმბას განცხადების განსხვავებულ ინტერპრეტაციას გვთავაზობს

Published on

სახელისუფლებო გუნდი  ეხმაურება ხაჯიმბას ამასწინანდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ  აფხაზები საქართველოში მხოლოდ მკურნალობის მიზნით არ ჩადიან. აფხაზეთში აქტიურად ვითარდება ბიზნესი და ტვირთის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც საზღვარს კვეთს, საქართველოდან შედის.

„ხაჯიმბამ სახელმწიფოთა შორის კეთილი ურთიერთობების შემდგომი განვითარების თემაზე ისაუბრა და ეს თემა არახალია. ეს არის ერთ-ერთი პოლიტიკური სვლა, რომელიც აფხაზური დე-ფაქტო ხელისუფლების ინტერესებშია,“ – ამბობს გია ვოსლკი, რაც სიმართლესთან ახლოსაც არ არის, რადგან  ხაჯიმბას ციტატა  კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი. საქმე ისაა, რომ, როგორც ვიუწყებოდით,  ხაჯიმბა ამ გამოსვლაში მკაცრად საუბრობს ახალგაზრდებზე, რომელთაც  თავს უფლება მისცეს დასწრებოდნენ  სუპერთასის გათამაშებას თბილისში ანუ მისი თქმით, ,,ქედდადრეკით მიახლებოდნენ მტერს’’ , რაც ეროვნული ინტერესების დევალვაციის ტოლფასია.  კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი აგრეთვე ფრაზა აფხაზურ– ქართულ ბიზნესურთიერთობებზე, სინამდვილეში ხაჯიმბა ამ გამოსვლაში კი არ მიესალმება პროდუქციის საქართველოდან შედინებას, არამედ საზღვრის მკაცრად ჩაკეტვასა და ნებისმიერ ტვირთზე სახელმწიფო კონტროლის დაწესებას მოითხოვს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს პროდუქცია ოჯახის საღცენად ძირითადად მძიმეჩანთიან ქალებს გადააქვთ, ძნელი არ არის მივხვდეთ, რომ სახელმწიფო კონტროლის გამკაცრება გალის მოსახლეობის იზოლაციას ისახავს მიზნად და სხვა არაფერი.

ხოლო თუ დავუშვებთ, რომ ხაჯიმბა საზღვარზე უფრო დიდი მოცულობის ტვირთების მოძრაობაზე მიგვანიშნებს, გამოდის, რომ  დღევანდელი ხელისუფლება აბსოლუტურად არ აკონტროლებს მდგომარეობას საოკუპაციო ხაზზე და დეკლარირებული ბლოკადის ნაცვლად გაუგებარი ტვირთები გადის და შემოდის.

ოპოზიცია რაულ ხაჯიმბას მსგავსი შინაარსის შემცველ განცხადებას დღევანდელი ხელისუფლების სისუსტედ მიიჩნევს.

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...