მთავარისიახლეებიპოლიტიკა"გავიდა ორი თვე და მხოლოდ ახლა გვცნეს დაზარალებულად" - თეიმურაზ ბასილაია

“გავიდა ორი თვე და მხოლოდ ახლა გვცნეს დაზარალებულად” – თეიმურაზ ბასილაია [Video]

Published on

ენმ-ის წევრის თეიმურაზ ბასილაიას თქმით, პარტიის ოფისის დარბევის დღიდან 2 თვე და 12 დღე გავიდა და მხოლოდ დღეს შეატყობინეს, რომ დაზარალებულად ცნეს. ბასილაიამ ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ უთხრა.

საქმე ეხება გასული წლის დეკემბერში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიერ ენმ-ს ოფისის დარბევის ფაქტს, როდესაც ოფისში მინები ჩაამსხვრიეს და ბოქლომები დაუშინეს. პარტიის წევრი ამბობს, რომ სამართალდამცავები მოსალოდნელი დარბევის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს და ყველა ინფორმაცია მიაწოდეს, თუმცა, ჯერ გარკვეულიც არ არის თუ ვინ მიაყენა ზიანი ოფისს და არც არავინ დაუკავებიათ.

“ივანიშვილს და მის ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ბერლინის კედელი, რომელიც ბევრად უფრო დიდი და მასშტაბური და გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი იყო მსოფლიოსთვის, დაანგრია ხალხმა. ჩვენ, ეს ხალხი, რომელსაც პროტესტი გვაქვს ამ რეჟიმის მიმართ, დავანგრევთ ამ კედელსაც, და ისინი პასუხს აგებენ ყველა იმ ქმედებისთვის, რაც ჩაიდინეს, არამარტო ოპოზიოციის, ნებისმიერი ქართველის წინაშე”, – განაცხადა თეიმურაზ ბასილაიამ.

„ქართულმა ოცნებამ“ აქციები სახელწოდებით „დემიშიზაცია“ ქუთაისიდან დაიწყო და რამდენიმე რეგიონში ჩაატარა. ერთ-ერთი აქსეთი აქცია ზუგდიდში 2019 წლის 3 დეკემბერს გაიმართა.

სიახლეები

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...

ელენე ხოშტარია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე გიორგი არევაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე...

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სტრასბურგის სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა. ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში...

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ 27-31 დეკემბერს საქართველოში

გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით...