მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ-მა და კანადამ უკრაინის ანექსიის გამო რუსეთის სანქციები გააფართოვეს

აშშ-მა და კანადამ უკრაინის ანექსიის გამო რუსეთის სანქციები გააფართოვეს

Published on

29 იანვარს აშშ-მა დამატებით რვა პირს და ერთ ორგანიზაციას რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის ანექსიის გამო სანქციები დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი წერს.   აშშ-ის მსგვსად სანქციები კანადამაც გააფართოვა.

აშშ-ის სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას. ამერიკელებს და ამერიკულ ბიზნესებს მათთან ნებისმიერი სახის ტრანზაქციის განხორციელება ეკრძალებათ. აღსანიშნავია, რომ მათგან შვიდს გუშინ ევროკავშირმაც დაუწესა სანქციები.

“სახაზინო დეპარტამენტის ნაბიჯით, რომელიც ჩვენ საერთაშორისო მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გადავდგით, მხარს ვუჭერთ ყირიმში თავისუფალი და სამართლიანი დემოკრატიული პოლიტიკური პროცესების აღდგენას,” – თქვა სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა სტივენ მნუჩინმა.

მისი თქმით, აშშ-ის, ევროკავშირის და კანადის კოორდინირებული ქმედებები ზღუდავს აღნიშნულ არალეგიტიმური მაღალჩინოსნების მიერ საერთაშორისო მასშტაბით ბიზნესის კეთების შესაძლებლობას და ხაზს უსვამს ტრანსატლანტიკური ალიანსის სიძლიერეს რუსეთის აგრესიის პირისპირ.

სანქცირებული პირები არიან ანექსირებული ყირიმის ე.წ. პრემიერმინისტრი იური გოტანიუკი, სევასტოპოლის ე.წ. მთავრობის წევრი მიხაილ რაზოშაიევი, ე.წ. საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ვლადიმირ ნემცოვი, სევასტოპოლის საარჩევნო კომისიის ე.წ. თავმჯდომარე სერგეი დანილენკო, სევასტოპოლის საარჩევნო კომისიის ე.წ. ვიცე თავმჯდომარე ლიდია ბასოვა, სევასტოპოლის საარჩევნო კომისიის ე.წ. მდივანი ეკატერინა პირკოვა, სევასტოპოლში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობითი ფედერალური საბჭოს წევრი ეკატერინა ალტაბაევა.

ამას გარდა, ამერიკის სანქციები შეეხო მოსკოვში დაფუძნებულ სარკინიგზო კომპანიას Grand Service Express და მის ხელმძღვანელს ალექსანდერ განოვს. კომპანიამ 2019 წლის დეკემბრის ბოლოს რუსეთიდან ქერჩის სრუტის გავლით ანექსირებულ ყირიმამდე სამგზავრო მატარებლის ბილეთების გაყიდვა დაიწყო.

რაც შეეხება კანადას, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში არალეგიტიმური ქმედებების განხორციელებისთვის სანქციები 6 პირს შეეხება.

“უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის კანადის მხარდაჭერა ურყევია,” – განაცხადა  მინისტრმა.

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...