მთავარისიახლეებიკონფლიქტებიბაკო სააკიანი: აფხაზი ხალხი იმსახურებს ძლიერ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს

ბაკო სააკიანი: აფხაზი ხალხი იმსახურებს ძლიერ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს

Published on

მთიანი ყარაბახის რესპუბლიკის პრეზიდენტად წოდებული ბაკო სააკიანი სააგენტო ,,აბხაზია ინფორმისათვის’’ მიცემულ ინტერვიუში  პარალელებს ავლებს ყარაბახისა და აფხაზეთის კონფლიქტებს შორის.

აზერბაიჯანისა და ყარაბახის კონფლიქტი ერთერთი ყველაზე რთულია მსოფლიო პრაქტიკაში, ამიტომ მის დარეგულირებას კიდევ დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება – აცხადებს იგი – სიტუაციას ართულებს ის, რომ აზერბაიჯანი განაგრძობს თავის დესტრუქციულ პოლიტიკას ყარაბახის მიმართ და უარს ამბობს ნებისმიერ კონსტრუქციულ წინადადებას და ურთიერთკომპრომისზე.  

რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე აპელირებას, ის არ შეიძლება დავაყენოთ ერის თვითგამორკვევის  უფლებაზე მაღლა,  არსებობს ათეულობით საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ამას. მსოფლიოში ყველა ხალხი თანასწორია და სწორედ ეს არის ფუძემდებლური საერთაშორისო პრინციპი და ნორმა. ამიტომ არის აუცილებელი ნებისმიერ ერს უბრალოდ ეყოს სითამამე აღიაროს სხვა ხალხის ისეთივე უფლება, რასაც თავისთვის მოითხოვს.

არწახასა და აფხაზეთს ბევრი რამა აქვთ საერთო. მოხდა ისე, რომ ჩვენ პრაქტიკულად მთელი ისტორიიდ მანძილზე ვიცავდით ჩვენს სამოუკიდბობას, თვითმყოფადობასა და უფლებას გვეცხოვრა წინაპართა მიწაზე. გამონაკლისი არც მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეების მიჯნაა. არწახასა და აფხაზეთის  ხალხები კვლავ დადგნენ სამშობლოს დასაცავად და დიდი მსხვერპლი გაიღეს ამისთვის.

ჩვენ ვიცით აფხაზეთის ხელისუფლებისა და აფხაზი ხალხის დამოკიდებულება აქ მცხოვრები სომეხი მოსახლეობისადმი, მათთვის აფხაზეთი მეორე სამშობლოდ  იქცა და ჩვენს თანამემამულეებს ღირსეული წვლილი შექავთ მის დაცვასა და აყვავებაში. არწახაში აფხაზეთს მოძმე სახელმწიფოდ აღიქვამენ და  ძალზე თბილი დამოკიდებულება მისდამი.

ღრმად მჯერა ჩვენს სახელმწიფოებს კარგი მომავალი აქვთ. აფხაზი ხალხი იმსახურებს ჰქონდეს ძლიერი, დამოუკიდებელი და დინამიურად განვითარებადი სახელმწიფო. – აცხადებს თვითაღიარებული რფესპუნლიკის პრეზიდენტი. 

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...