მთავარისიახლეებიპოლიტიკაარანაირ პრემიერ-მინისტრობაზე არ არის საუბარი - კახა კალაძე უარყოფს ინფორმაციას გიორგი გახარიას...

არანაირ პრემიერ-მინისტრობაზე არ არის საუბარი – კახა კალაძე უარყოფს ინფორმაციას გიორგი გახარიას შესაძლო გადადგომისა და ამ პოსტზე ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების შესახებ

Published on

თბილისის მერი კახა კალაძე გიორგი გახარიას შესაძლო გადადგომისა და ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნების თაობაზე საუბარიც არ არის.

„არანაირ პრემიერ-მინისტრობაზე არ არის საუბარი, ეს არ არის სწორი ინფორმაცია. რაც შეეხება სიახლეებს, შეთავაზებებს, რა თქმა უნდა, ჩვენგან მოსახლეობა ელოდება ახალ პროექტებს, ელოდება სიახლეებს. მოდი, ჩემს თავზე, როგორც დედაქალაქის მერი და იმ ადამიანებზე ვიტყვი, ვინც ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ თბილისი იყოს გაცილებით უკეთესი, იყოს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, იყოს სკვერები, პარკები, იყოს ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორებული, ამისთვის უამრავი პროექტი გვაქვს დაგეგმილი. 2020 წელი იქნება განსაკუთრებული თბილისისთვის, თბილისელებისთვის და ამას მოსახლეობა დაინახავს“, – განაცხადა კალაძემ.

სიახლეები

სასამართლომ დათა ქაშიაშვილი 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი, დათა ქაშიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4 დღით პატიმრობაში...

ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ევროპარლამენტის ანგარიშში მოხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარალენტის ანგარიშში მოხვდა - კორუფციისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე...

ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა. მისი...

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა-რასა იუკნევიჩიენე

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტის საგარეო...