მთავარისიახლეებიკონფლიქტებიგაღმა შედავება აფხაზურად

გაღმა შედავება აფხაზურად

Published on

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს განცხადებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშთან დაკავშირებით.

უწყება საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთის წინაამღმდეგ მიმართულ პროპაგანდაში და საერთაშორისო იმიჯის შელახვაში ადანაშაულებს.

„ჩვენ ვთვლით, რომსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში არ ასახავს რეალობას, მიკერძოებულია და მიზნად ისახავს საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. “- აღნიშნულიაგანცხადებაში.

 დე ფაქტო უწყება აპროტესტებს იმ ფაქტს,  რომ დოკუმენტში აფხაზეთი და ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული, და რომ  ამასთან  საქართველო ცდილობს კონფლიქტის მხარედ არა აფხაზეთი და საქართველო, არამედ რუსეთი და საქართველო წარმოაჩინოს

განცხადებაში ნათქვამია, რომ  ქართული მხარე ფაქტების ფალსიფიცირებას ახდენს, როდესაც აცხადებს, რომ აფხაზეთიდან საომარი მოქმედებების დროს დევნილად 430 ათასი ადამიანი იქცა.  ,,1989 წლის აღწერის მიხედვით აფხაზეთის მოსახლეობა 525 ათას ადამიანს შეადგენდა, საიდანაც ეთნიკური ქართველი 240 ათასი იყო და შესაბამისად დევნილთა რიცხვი გაბერილია, მით უფრო, რომ  გალის რაიონში 60 ათასი დევნილი უკან დაბრუნდა''.  – აცხადებს დე ფაქტო უწყება.

იგი  ასევე უარყოფს ენგურის ხიდზე გალის მცხოვრებლების მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობას.  ,,საქართველო და მისი პარტნიორები ევროკავშირიდან თავად არღვევენ ადამიანის უფლებებს, რადგან არ აძლევენ აფხაზეთის მცხოვრებლებს თავისუფალი გადაადგილების, განათლების და კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალებას.’’ – ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...