მთავარისიახლეებიპოლიტიკაფიქრია ჩიხრაძე:"საკონსტიტუციო ცვლილებების მიზანი უკეთესი ბალანსის შექმნა უნდა იყოს და არა არსებული...

ფიქრია ჩიხრაძე:”საკონსტიტუციო ცვლილებების მიზანი უკეთესი ბალანსის შექმნა უნდა იყოს და არა არსებული ბალანსის გაუარესება”

Published on

   საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე დაწყებულ დისკუსიას სუბიექტური მოსაზრებებით ნაკარნახევად აფასებს. ჩიხრაძის თქმით იმ შემთხვევაში თუ გიორგი მარგველაშვილი გაცილებით მორჩილი პრეზიდენტი იქნებოდა მმართველი გუნდი ამ საკითხს არ წამოჭრიდა. ჩიხრაძის განცხადებით საკონსტიტუციო ცვლილებების მიზანი უკეთესი ბალანსის შექმნა უნდა იყოს და არა არსებული ბალანსის გაუარესება:„ეს იყო რაღაცა სუბიექტური მოსაზრებებით ნაკარნახევი განცხადებები, შემდეგ მოუწიათ განცხადებების გაკეთება, რომ ამას ასე ფორსირებულად არ აპირებდნენ. თუ არ აპირებდნენ რა საჭირო იყო ამდენი განცხადებები. მარგველაშვილი რომ იყოს პრეზიდენტი, რომელიც უტყვად ასრულებს ყველანაირ დავალებას, რომელიც წამოვა ალბათ მმართველი პარტიის ლიდერებისაგან და მას არ ჰქონდეს არანაირი განსხვავებული პოზიცია ეს საკითხი ალბათ არ დადგებოდა. საკონსტიტუციო ცვლილებები არ შეიძლება ხორციელდებოდეს ვინმეს გაღიზიანების გამო, საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა ხორციელდებოდეს იქიდან გამომდინარე, რომ თუ ბალანსი არ არსებობს შექმნას უკეთესი ბალანსი და არა იმის გამო, რომ უკვე არსებული ბალანსი გააუარესოს.“- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
 

სიახლეები

პარასკევს თბილისის საქალაქო სასამართლო კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის კიდევ ერთ სარჩელს განიხილავს

მზია ამაღლობელი კობახიძის წინააღმდეგ - პარასკევს, 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მზია ამაღლობელის...

“სიტყვამ “რევოლუცია” არ შეგაშინოს მკითხველო!…” – შოთა თუთბერიძის დასკვნითი სიტყვა

"სიტყვამ "რევოლუცია" არ შეგაშინოს მკითხველო!..." - ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებით დაიწყო უფლებადამცველმა შოთა თუთბერიძემ...

“არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ” – მიხეილ სააკაშვილი

"არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი,...

სუს-ი: დაკავებულია შპს “კოდორიჰესების” დეპარტამენტის უფროსი

დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე შპს "ენგურჰესში" შემავალი, შპს "კოდორიჰესების" დეპარტამენტის უფროსი...