მთავარისიახლეებიესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

Published on

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა – ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

განცახდებაში ნათქვამია, რომ ესტონეთი ლატვიასთან და ლიტვასთან ერთად მუშაობს იმაზე, რომ ბალტიისპირეთის პორტები რუსეთისთვის სატრანზიტო მარშრუტები არ გახდეს.

მარგუს ცაჰკნას თქმით, ისინი არ დაეხმარებიან რუსეთს ომის დაფინანსებასა და აგრესიის შენარჩუნებაში.

რუსეთი თავს ესხმის უკრაინის პორტებს, ბლოკავს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, შემდეგ კი საკუთარი მარცვლეულისთვის ახალ მარშრუტებს ეძებს. ესტონეთი ასეთ მარშრუტს არ უზრუნველყოფს.

მე ჯერ კიდევ სექტემბერში გავაფრთხილე, რომ რუსული მარცვლეულის ტრანსპორტირება ესტონეთის გავლით არ დაეგეგმათ – დღეს კი ეს გაფრთხილება კანონად ვაქციეთ.

რუსეთს არ შეუძლია აგრესიული ომი აწარმოოს და ამავდროულად მოლოდინი ჰქონდეს, რომ ჩვენ მათ ვაჭრობაში დავეხმარებით. ჩვენ მათი ომის დაფინანსებას ხელს არ შევუწყობთ”. – წერს ცაჰკნა X-ზე.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...