მთავარისიახლეებისაზოგადოებაflydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

Published on

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, სამოქალაქო გმირობისთვის საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენს.

ვინ არის ქართველ ექიმი, ვინც „ფლაიდუბაის“ ავიარეისზე დაჭრილ პილოტი გადაარჩინა
იანივ ხაიუნს, ექიმ შოთა მუსაევს, ცვიკა მენასს და ასაფ რაჯუონს მგზავრების გადარჩენისთვის დააჯილდოებენ.

ცნობისთვის, 30 სექტემბერს, დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალმა სამგზავრო თვითმფრინავმა საგანგებო სიგნალები გადასცა და საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში უკან შემობრუნდა.

flydubai-ს ბორტმა თავდაპირველად გადასცა საერთაშორისო საგანგებო კოდი “7700”. მალევე კი გაიგზავნა კოდი “7500”, რაც თვითმფრინავის გატაცებას ან მასში უკანონო ჩარევას აღნიშნავს. თვითმფრინავი ქალაქ თაბუქის აეროპორტში დაეშვა.

ავარიულ დაშვებამდე გავრცელდა ცნობა, რომ კაბინაში ერთ-ერთმა პილოტმა მეორე, ინდოეთის მოქალაქე სმიტ მაჩჩჰარი დანით დაჭრა.

კაპიტანი საუდის არაბეთში, ტაბუკის აეროპორტში დაშვების შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...