მთავარისიახლეებისაზოგადოებამაგმის ბუშტი გასკდა და სადინარს ეძებს - აპენინები დაბლდება, ალპები...

მაგმის ბუშტი გასკდა და სადინარს ეძებს – აპენინები დაბლდება, ალპები მაღლდება

Published on

რაი ნიუს – 24 -იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის სპეციალისტების დასკვნებს ასაჯაროებს.
,,ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობასი მოხდარი მიწისძვრების შემდეგ აპენინის მთების დონემ დაახლოებით 40 სანტიმეტრით დაიწია და ეს პროცესი გრძელდება –  განაცხადეს  სპეციალისტებმა ტელეეთერში. ისინი  ამ პროცესს ისინი ხსნიან იმით, რომ მთების ძირას, მიწის გულში დაგროვილი მაგმის ,,ბუშტი'' გასკდა, მაგმამ გასავალი იპოვა და   ..მთები ,,ვარდება" . 
სპეციალისტები აფიქსირებენ პირუკუ პროცესსაც, კერძოდ , შეინიშნება აპენინინების მთაგრეხილის ,,გაფართოება''   ადრიატიკისა და ტირენიის ზღვების მიმართულებით, მთელი ეს მასა  აწვება ალპებს, რომელიც თავის მხრივ სიმაღლეში მატულობს, რაც ნიშნავს იმას, რომ აპენინევბის მაგმა ალპებისაკენ იპოვა სადინარი და ახლა მას სწევს მაღლა.  
ალპების  სიმაღლის ანომალიური მატება, რომელიც თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე თვალშისაცემად ჩანს, მანამდეც იპყრობდა სპეციალისტების ყურადღებას, მაგრამ თუ  აქამდე სიმაღლეში ზრდის სიჩქარე წელიწადში 2 მილიმეტრს შეადგენდა, ახლა გაცილებით დაჩქარდა. 
გარდა ამისა,  მიწისქვეშა ბიძგებმა აამოძრავა ქანები, რის შედეგადაც იბზარება მთებიც.
შეგახსენებთ,  რამდენიმე დღის წინ იტალიაში 2 საათის შუალედში 2 მიწისძვრა მოხდა, რასაც ნგრევა მოჰყვა, არიან დაშავებულებიც.

 

 

 

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...