მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით ბაქრაძე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად ნაციონალურ მოძრაობაში ...

დავით ბაქრაძე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად ნაციონალურ მოძრაობაში გადაჯგუფების დროა

Published on

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტია ყრილობის მოწვევაზე იწყებს მუშაობას. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის გადაცემა “არჩევანში” ისაუბრა, სადაც გააკეთა კომენტარი მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც ენმ-ში გადაჯგუფების დროა.
 
“რაც შეეხება პარტიის შიგნით გადაჯგუფებას, განახლებას და იმ პროცესს, რომელიც მიდის: ეს პროცესი პარტიის შიგნით დაწყბეულია და მადლობა ღმერთს, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ცოცხალი ორგანიზმი, სადაც განახლება, გადაჯგუფებაც და ახალი ლიდერების წამოწევაც მუდმივად მიმდინარეობს. ჩვენ ეს პროცესი ჯერ კიდევ მაშინ დავიწყეთ, როდესაც საარჩევნო სიას ვადგენდით, რომელშიც ძალიან ბევრი ახალი სახე მოხვდა და ახალი ლიდერი გამოვიდა წინა პლანზე. ჩვენ ამ პროცეს გავაგრძელებთ და, ბუნებრივია, რომ პარტია შესაბამის დასკვნებს გავაკეთებთ საარჩევნო კამპანიიდანაც, გაყალებების მეთოდებიდანაც, იქიდანაც, თუ რა გავაკეთეთ სწორად და რა ვერ გავაკეთეთ. უახლოეს დღეებში ჩვენ გვექნება პოლიტსაბჭოს სხდომა, პარტია დეტალურად გაივლის არჩევნებს, უბნების, ოლქების მიხედვით სად რა მეთოდი გამოიყენეს, სად ვერ შევებრძოლეთ გაყალბებას, რა უნდა გაგვეკეთებინა სხვანაირად, როგორი კამპანია უნდა გვქონოდა. ვიმუშავებთ და დავიწყებთ მომზადებას პარტიის ყრილობისთვისაც. ბუნებრივია, რომ პარტიას პერიოდულად სჭირდება ყრილობა, რომელიც არის გადაჯგუფების და განახლების სიმბოლო”, – განაცხადა ბაქრაძემ.
 
ყრილობა, რომელსაც ბაქრაძე ახსენებს, პარტიის მენეჯმენტსა და ლიდერშიპს აირჩევს, . გადაცემის წამყვანის შეკითხვას, კონკრეტულად რა იგულისხმება გადაჯგუფებაში, ბაქრაძე პასუხობს:
 
“გადაჯგუფებაში ხომ არ იგულისხმება, რომ მე და თქვენ ახლა სკამებს გავცვლით და ფიზიკურად გადავჯგუფდებით, ეს ყველაფერი არის გადაჯგუფება, როდესაც ხდება პარტიის განახლება, ახალი ლიდერების წინა პლანზე გადმოსვლა, როდესაც ხდება პარტიის კამპანიის გაანალიზება, შეცდომების მოძებნა, როდესაც ხდება პარტიის ყრილობის მოწვევა… ჩემთვის გადაჯგუფებაში იგულისხმება ეს. პარტიის შიგნით ნებისმიერი ჯგუფების შექმნა იქნება ცუდი და არასწორი, რა თქმა უნდა, ასეთი რამ არ ხდება, მიუხედავად ხელისუფლების ძალიან დიდი სურვილისა და მონდომებისა, რომელიც უკვე წლებია ნაციონალური მოძრაობის შგნით განხეთქილებაზე ლაპარაკობს. ენმ რჩება ერთიან და მონოლითურ პარტიად”, – ამბობს ბაქრაძე და დასძენს: ერთიანობა არ ნიშნავს იმას, რომ ყველას ერთი აზრი აქვს.
 
“ასეთი ერთი პარტია გვყავს და საქართველოში საკმარისზე მეტია. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ სხვა პარტიებშიც ერთი აზრი იყოს”.

სიახლეები

თბილისში კვების 9 ობიექტს სეს-მა საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში კვების 9 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. სააგენტოს ცნობით, ინსპექტირება...

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით შსს-ს თანამშრომელი დააკავეს

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე დააკავეს. ინფორმაციას...

პარლამენტის წინ მოშიმშილე დარეჯან სხვიტარია ამბობს, რომ დასაშინებლად კარავში შეუვარდნენ

პარლამენტის წინ მოშიმშილე დარეჯან სხვიტარია ამბობს, რომ ღამით, როდესაც ის კარავში იმყოფებოდა, სამი ახალგაზრდა...

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს - რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს,...