მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ჩვენ ყველამ ერთად შევძელით საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“...

,,ჩვენ ყველამ ერთად შევძელით საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა

Published on

საქართველოს პრემიერმინისტრმა საპარლამენტო არჩევნების დასრულებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილმა საარჩევნო პროცესის ჩატარება და მისი შედეგები დადებითად შეაფასა.
პრემიერმინისტრმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არის ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს გამარჯვება.
მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა გამოავლინა მაღალი სამოქალაქო კულტურა და პირნათლად მოიხადა სამოქალაქო ვალი. 
"ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ, განვითარებისკენ და დემოკრატიისკენ. ყველა შეფასებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო სამართლიანი, თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული. მადლობა იმ მაღალი ნდობისთვის, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გამოუცხადეთ, ეს პირადად ჩემთვის და ქართული ოცნებისთვის, ჩვენი გუნდის ყველა წევრისთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა, მე მჯერა რომ ჩვენ ღირსეულად გავართმევთ თავს ამ მოვალეობებს და ქვეყანას განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიყვანთ.
"ქართული ოცნების მხარდაჭერით თქვენ ხმა მიეცით თავისუფლებას სტაბილურობას, ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას და ევროპულ მომავალს. ამ არჩევანის პოზიტიური შედეგები აუცილებლად აისახება ყოველი თქვენგანის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე. მადლობას გიხდით ყველას ასეთი ერთსულოვნებისთვის.
"ჩვენმა ხალხმა გამოავლინა მაღალი სამოქალაქო კულტურა, პირნათლად მოიხადა სამოქალაქო ვალი. მე პატივს ვცემ თითოეული ადამიანის თავისუფალ არჩევანს, იმის მიუხედავად რომელ პოლიტიკურ ძალას მისცა ხმას. მთავარია, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მონიტორინგში ჩართვისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქართული ოცნებისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა მეტი პასუხისმგებლობაა. 
"ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებით ქართულმა ოცნებამ მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენ ამ მანდატს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ აღარავის მიეცეს შესაძლებლობა, რომ კონსტიტუცია რომელიმე ერთ პოლიტიკურ ძალას მოარგოს. ქართული ოცნებისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა ნიშნავს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ჩვენი ხალხის წინაშე. რაც მეტია ხალხის ნდობა, მით უფრო მომთხოვნია საზოგადოება ხელისუფლების მიმართ," – აღნიშნა პრემიერმა. 

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...