მთავარისიახლეებიპოლიტიკასარფის საბაჟოზე მიმოსვლა ამ დრომდე შეფერხებულია

სარფის საბაჟოზე მიმოსვლა ამ დრომდე შეფერხებულია

Published on

სარფის საბაჟოზე გუშინ შუადღიდან შეფერხებულია მოქალაქეების, ავტომობილებისა და სატვირთო მანქანების თურქეთში გადასვლა, ხოლო თურქეთიდან საქართველოში მხოლოდ სატვირთო ავტომობილები შემოდიან.   
მძღოლების თქმით, საცობი თურქეთის ქალაქ ხოფიდან საზვრამდეა. საქართველოს მხარემ დილიდან ჩაკეტა გამშვები პუნქტში მოქალაქეების შესვლა იქედან გამომდინარე, რომ თურქეთი ვერ იღებს მოქალაქეებს და გადასვლის მსურველები ნეიტრალური ზონის შემდეგ ვერ მიდიან. 
ბათუმში თურქეთის საკონსულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ,  რომ შეფერხების მიზეზი პროგრამული ხარვეზებია, რის გამოც ასეთივე მდგომარეობაა შექმნილი თურქეთის ყველა სხვა გამტარ პუნქტზეც. 
. საკონსულოს ინფორმაციით, გუშინ დაფიქსირდა პროგრამული ხარვეზი და მის გამოსასწორებლად სპეციალისტები მუშაობენ.
"სისტემური შეფერხებაა, რაც გუშინ საღამოს დაიწყო,  ზოგჯერ ირთვება პროგრამა და ატარებენ მოქალაქეებს"- განაცხადეს საკონსულოში. 
 

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...