მთავარისიახლეებისაზოგადოებაერთი ფანჯრის პრინციპის შესაბამისად პაციენტები უფასოდ C ჰეპატიტის პრევენციას, დიაგნოსტიკასა და...

ერთი ფანჯრის პრინციპის შესაბამისად პაციენტები უფასოდ C ჰეპატიტის პრევენციას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ასოციაცია ,,ქსენონში” გადიან [Video]

Published on

ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა სოციცაია ქსენონის მისიაა სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობის, კერძოდ ჯანდაცვის და ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე ადამიანების, ასევე ახალგაზრდების/მოზარდების ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა. ორგანიზაცია მიზნობრივ ჯგუფებს სთავაზობს პრევენციულ, სამკურნალო, სარეაბილიტაციო და სოციალურ მომსახურებას; ახორციელებს მათი ინტერესების დაცვას და შესაძლებლობების განვითარებაზე ორიენტირებულ საქმიანობას; ასევე, მუშაობს საზოგადოებაში ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით ცნობადობის ამაღლებაზე. ასოციაცია ქსენონის საქმიანობა ეფუძნება ადამიანების მიმღებლობის, თანაგანცდის, თანადგომის, თანასწორობის და თანამშრომლობის პრინციპებს. 2010 წლიდან ქსენონმა, ზიანის შემცირებისა და ჯანდაცვის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან ერთად დაიწყო მუშაობა ქვეყანაში C ჰეპატიტის მკურნალობისა და დიაგნოსტირების ხელმისაწვდომობისასთვის. 2018 წლიდან კი შეუერთდა ცე ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამას. 200-მდე განკურნებული და მადლიერი პაციენტი და სხვებისთვის სიცოცხლის გახანგრძლივების იმედი. მშვიდი და კომფორტული გარემო კვალიფიციური თანამშრომლებით – ასეთია ბენეფიციარების შეფასება. ერთი ფანჯრის პრინციპის შესაბამისად აქ პაციენტები უფასოდ C ჰეპატიტის პრევენციას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. უსაფრთხო და კეთილგანწყობილ გარემოში გადიან

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...