მთავარისიახლეებისაზოგადოებაანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

Published on

“ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას აირჩევთ ეს თქვენი გადასაწყვეტია” – ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს ენმ-ს წევრმა, ანი წითლიძემ.

წითლიძემ მოსამართლეებს დამარცვლით უთხრა, რომ მათ თხოვნით არ მიმართავს და არ ეტყვის, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილონ.

პოლიტიკოსმა დღევანდელ სხდომაზე ასევე ისაუბრა 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებზე და ხაზგასმით თქვა, რომ მშვიდობიანი პროტესტი და რევოლუცია ძალადობრივი დამხობა არ არის.

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ 2025 წლის 4 ოქტომბერს არჩევნებამდე პარტიებმა აწარმოეს კამპანია, ხელისუფლების რევოლუციური სცენარით შეცვლისა და დამხობისკენ. მოსარჩელის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ტერმინს “მშვიდობიანს” იყენებდნენ, ეს ოქსიმორონიაა, რადგან მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს და მასა ადარებენ ევროპული სასამართლოს პრაქტიკას – ტერმინ “ჯიჰადზე” და აცხადებენ, რომ ეს მიზანი 4 ოქტომბრის მოვლენებმა საბოლოოდ დააასტურა.

მშვიდობიანი პროტესტი და რევოლუცია არ არის ძალადობრივი დამხობა. მოსარჩელე ცდილობს სიტყვებით მანიპულაციას და აცხადებს, რომ თითქოს, მშვიდობიანი დამხობა ოქსიმორონიაა. სტრასბურგის სასამართლოში ჯიჰადის მოწოდება ყოველთვის ფასდებოდა, როგორც რელიგიური ძალადობისა და ტერორიზმისაკენ ღია წახალისება. ამის შედარება პოლიტიკური ოპოზიციის მიერ მშვიდობიან პროტესტთან და ხელისუფლების ცვლილებასთან, ეს არის სრული იურიდიული უმეცრება და დემაგოგია. მშვიდობიანი პროტესტი არ არის ტერორიზმი. კონსტიტუციური წესრიგის ხელმყოფები იყვნენ არა საქართველოს მოქალაქეები 4 ოქტომბერს და არა პოლიტიკური პარტიები, არამედ სწორედ ის ძალა, რომელიც მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნებას ძალადობით და ოპოზიციის აკრძალვის მცდელობით ცდილობს.

მე არ გთხოვთ თქვენ, რომ ეს სარჩელი არ დააკმაყოფილოთ. საქართველოს ისტორია არასოდეს ყოფილა ერთგვაროვანი – ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას აირჩევთ ეს თქვენი გადასაწყვეტია”, – განაცხადა ანა წითლიძემ.

სიახლეები

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში 26-ე ქნესეთის არჩევნები იმართება. ეს 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული...

  2026 წლის ოქროს ბურთის რეიტინგში  ხვიჩა  კვარაცხელიამ მე-6 ადგილი  დაიკავა

  საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და ფრანგული „პსჟ“-ს ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგში...

TI-ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, რაც სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის...