მთავარისიახლეებისაზოგადოებასაია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

Published on

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” აქვეყნებს მიმოხილვას – პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში.

აღნიშნულია, რომ პოლიტიკური პარტიები დემოკრატიული პლურალიზმის უზრუნველყოფაში არსებით როლს ასრულებენ, რის გამოც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების მიხედვით, მათი გაუქმება უკიდურეს ღონისძიებად მიიჩნევა და მხოლოდ დამაჯერებელი და წონადი საფუძვლების არსებობისას შეიძლება გამართლდეს.

მიმოხილვაში განმარტებულია, რომ მიუხედავად იმისა სახელმწიფოს აქვს უფლება, დაიცვას კონსტიტუციური წესრიგი იმ პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც დემოკრატიული მექანიზმების გამოყენებით ცდილობენ მისი საფუძვლების მოშლას, ამ უფლებამოსილების განხორციელება მკაცრ სამართლებრივ შეზღუდვებს ექვემდებარება. ამასთან, თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის მექანიზმების გამოყენების ლეგიტიმურობა იმთავითვე უკავშირდება თავად პოლიტიკური სისტემის დემოკრატიულ ბუნებას. თუ პოლიტიკური სისტემა კარგავს დემოკრატიულ ხასიათს და თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენება, ეს კონცეფცია შეიძლება დემოკრატიული წესრიგის დაცვის საშუალებიდან პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიის იურიდიულ ინსტრუმენტად იქცეს.

“პოლიტიკური პარტიის კონვენციასთან შესაბამისობის შეფასება მოითხოვს, რომ გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევა იყოს კანონით გათვალისწინებული, ემსახურებოდეს კონვენციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ლეგიტიმურ მიზანს და აუცილებელი იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამ უკანასკნელი მოთხოვნის შეფასებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩარევის პროპორციულობა, სახელმწიფო ორგანოების მიერ წარმოდგენილი დასაბუთების რელევანტურობა და საკმარისობა, აგრეთვე იმის გათვალისწინება, შესაძლებელი იყო თუ არა დასახული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა ნაკლებად შემზღუდველი ღონისძიებებით.

დოკუმენტში იხილავთ საქმეებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკიდან, სადაც სასამართლომ პარტიების აკრძალვა გამართლებულად მიიჩნია და საქმეებს, სადაც სასამართლომ პარტიების აკრძალვა გაუმართლებლად მიიჩნია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სიახლეები

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...

5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან 12:00...

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...