მთავარისიახლეებისაზოგადოებათურქეთში დაღუპული ქართველი მეზღვაურის ცხედარი საქართველოში გადმოასვენეს

თურქეთში დაღუპული ქართველი მეზღვაურის ცხედარი საქართველოში გადმოასვენეს

Published on

თურქეთში დაღუპული ქართველი მეზღვაურის 23 წლის ქუთაისელი თორნიკე ქავთარაძის ცხედარი  საქართველოში გადმოასვენეს. სარფში გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები იყვნენ შეკრებილნი.
სარფის საბაჟოზე ასევე იმყოფებოდა კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც ოჯახს ექსპერტიზის დასკვნა გააცნო, მაგრამ ოჯახმა ეს დასკვნა არასარწმუნოდ მიაჩნია და   ცხედრის ხელახალი ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს.  
 გარდაცვლილის ახლობლებს არ სჯერათ ოფიციალური ვერსიის, რომ გარდაცვალების ფაქტი დადგა იმის შედეგად, რომ მას  ფეხი დაუცურდა, მეტრნახევრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და წყალში ჩავარდა. ,,  ჩვენ გვაინტერესებს დეტალები, რა დროს, როგორ მოხდა, უსაფრთხოების ზომები დაცული იყო თუ არა, მუშაობის დროს დამცავი საშუალებები უნდა ჰქონოდა, უსაფრთხოების ზომები უნდა ყოფილიყო დაცული“, – აღნიშნავს გარდაცვლილის ბიძაშვილი  იაკობ ბუხაიძე. 
უბედური შემთხვევა 21 ოქტომბერს ქალაქ ისკანდერუმთან   პანამის დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემზე მოხდა. 23 წლის ახალგაზრდა გემზე პირველად იმყოფებოდა. 
 
 

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...