მთავარისიახლეებისაზოგადოებასექტემბერში 136 000 ლარის ღირებულების თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 11...

სექტემბერში 136 000 ლარის ღირებულების თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 11 ფაქტი გამოავლინეს [Video]

Published on

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სექტემბერში, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 11 ფაქტი გამოავლინეს.

 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, დანაშაულის ჩადენის ფაქტზე მხილებულია 13 პირი, მათგან 7 დაკავებულია.

უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოსა და ქვემო ქართლის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების, ჯამში 35 000 კოლოფზე მეტი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 136 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...