მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილი: პროვოკაციულ შემთხვევებს, რომლებიც რამდენიმე უბანზე მოხდა, სჭირდება დროული, ძალიან სწრაფი...

გიორგი მარგველაშვილი: პროვოკაციულ შემთხვევებს, რომლებიც რამდენიმე უბანზე მოხდა, სჭირდება დროული, ძალიან სწრაფი რეაგირება

Published on

გიორგი მარგველაშვილმა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა ქართულ საზოგადოებას არჩევნებში  აქტიური  მონაწილეობისათვის. 
„ჩვენთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ორი თვის განმავლობაში მოვუწოდებდით საზოგადოებას აქტიურობისკენ და მონაწილეობის ის პროცენტი, რაც დაჯდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. თვითონ საარჩევნო გარემო, აქტიური არჩევნების პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში, იყო მშვიდი, კონსტრუქციული, რიგი გამონაკლისების გარდა, რომლებიც საერთო ფონს ნამდვილად არ ართულებდა და არ ცვლიდა. არჩევნების დღემაც ასევე მშვიდად ჩაიარა, მოსახლეობის აქტიურობით, ამომრჩევლის აქტიურობით და ფაქტობრივად, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ჩვენს ქვეყანაში არჩევნების დღემ ჩაიარა მშვიდად. სამწუხაროა, რომ დათვლის პროცესში გამოჩნდა რამდენიმე სერიოზული სამართალდარღვევა, მათ შორის, აგრესიული ქმედებები. ეს არის არამარტო სამწუხარო, არამედ ამ პროვოკაციულ შემთხვევებს, რომლებიც რამდენიმე უბანზე მოხდა, სჭირდება დროული, ძალიან სწრაფი რეაგირება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები არ არის მხოლოდ 8 ოქტომბრის არჩევნები. ჩვენი ყველას მიზანია, რომ ეს არჩევნები შეფასდეს, როგორც მაღალი სტანდარტის არჩევნები და შეფასდება იგი როგორც 8 ოქტომბრით, ასევე, 8 ოქტომბრის ექსცესებსა და ინციდენტებზე დროული რეაგირებით და ასევე იმით, რანაირად მივალთ ჩვენ არჩევნების მეორე ტურებამდე და რანაირად ჩავატარებთ ამ მეორე ტურებს“, – განაცხადა მარგველაშილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მოლოდინი არის, რომ მეორე ტური არაერთ ოლქში ჩატარდება.
„ყველას კიდევ ერთხელ გთხოვთ, აქტიური იყოთ მეორე ტურებზეც. ამომრჩეველმა აჩვენოს თვისი ინტერესი და ჩართულობა ამ პროცესში ისევე როგორც ეს აჩვენა 8 ოქტომბერს. შესაბამის სტრუქტურებს მოვუწოდებ, იმ დარღვევებზე, რაც განხორციელდა განსაკუთრებით დათვლის დროს, მოახდინონ პრინციპული და დროული რეაგირება და ყველამ ერთად არ დავიშუროთ ძალისხმევა იმისთვის, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები შევიდეს ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხით და სტანდარტით ჩატარებული არჩევნები“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 
 

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...