მთავარისიახლეებიკონფლიქტებიენგურჰესის თანამშრომლებს პირობით საზღვარზე გადასვლა აეკრძალებათ

ენგურჰესის თანამშრომლებს პირობით საზღვარზე გადასვლა აეკრძალებათ

Published on

,,გალის რაიონის აფხაზურ ადმინისტრაციას განზრახული აქვს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა აუკრძალოს ენგურჰესის თანამშრომლებს, რომელთაც დავალიანება აქვთ საშემოსავლო გადასახადებში, ეს შეეხება რაიონის 630 – მდე მცხოვრებს  – განაცხადა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ

,,მე ამ საკითხზე ვესაუბრე აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების საბჭოს  თავმჯდომარეს, გენერალ ზურაბ მარღანიას. არავისა აქვს უფლება თავი აარიდოს საშემოსავლო გადასახადებს. ჩვენ ამ სიას გადავცემთ სასაზღვრო სამმართველოს, რომ გადაკეტონ საზღვარი ურჩი გადამხდელებისათვის.  

მისი თქმით, ამას  არა აქვს კავშირი ქართულ მხარესთან მიმდინარე მოლაპარაკებებთან ენგურჰესის სტატუსის შესახებ.

ეს მე არ მეხება, ამაში არ ვერევი. ჩემი მიზანია დავიცვა რაიონის ინტერესები. სიაში არიან გალის ის მცხოვრებლები, რომელთაც კარგი გზებიც უნდათ, ხარისხიანი სასმელი წყლის მიღებაც, მაგრამ მანეთის გადახდაც არ უნდათ  ბიუჯეტში. ასე არ გამოვა. გადასახადებს იხდიან ყველგან, სდაცა ადამიანები ცხოვრობენ და მუშაობენ, მიუხედავად იმისა, საიდან მოდის ეს ფული – განაცხადა ნადარაიამ.

 

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...