მთავარისიახლეებისაზოგადოება"ვნაყავ, მარა არ დეინაყა" -გოგი წულაია ქუთაისის მერიასთან ...

“ვნაყავ, მარა არ დეინაყა” -გოგი წულაია ქუთაისის მერიასთან ქვასანაყით მივიდა და წყლის დანაყვა სცადა

Published on

პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ქუთაისის მერიასთან პერფორმანსი გამართა – კერძოდ, შენობის წინ წყალი დანაყა. ასე გააპროტესტა მან ქუთაისის მერიის მიერ ჭიათურის მუნიციპალიტეტისთვის ავტომობილის “თხოვება”.

“ესაუბრო ამ ხელისუფლებას, იგივეა ნაყო წყალი”, – აცხადებს გოგი წულაია – ადგა ჩვენი ქალაქის მერი და ჯიპი “ტოიოტა” 2008-წლიანი, ათხოვა ჭიათურას. აქ ჩანს მათი მიდგომები, რომ რატომღაც თვლიან, რომ ეს ბებიამისის მიერ დატოვებული ქონება, ამ ბიუჯეტით, ჩვენი თანხებით ნაყიდი ქონება და უნდა გააჩუქებენ, უნდა არ გააჩუქებენ.

ამას თავისად თვლიდა წინა ხელისუფლება და თავისად თვლის ეს ხელისუფლება. ესაა ტრაგედია, ეს არის ის მიდგომა, რამაც ქალაქი მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაშიც არის ის ახლა არის, ნომერი პირველია ემიგრაციით ქალაქი ქუთაისი” – ამბობს წულაია.

სიახლეები

ოცნება BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივარს ამზადებს

"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა ყოფილა კოშმარი. არ ვიცი რა პირით გვესაუბრებიან რაიმე...

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...