მთავარისიახლეებისაზოგადოება"ქუჩა მხოლოდ მერიის მიმდებარედ ირწყვება...ეს არის სრული უპასუხისმგებლობა!!!" - მეუნარგიას ქუჩის მცხოვრებლები...

“ქუჩა მხოლოდ მერიის მიმდებარედ ირწყვება…ეს არის სრული უპასუხისმგებლობა!!!” – მეუნარგიას ქუჩის მცხოვრებლები მერიას მიმართავენ

Published on

ზუგდიდში, მეუნარგიასა და რუსთაველის ქუჩის კვეთაზე, სადაც საკანალიზაციო ქსელის მონტაჟი მიმდინარეობს, ქუჩა გადათხრილია. ადგილობრივები უკმაყოფილებას გამოთქვამენ შექმნილი დისკომპორტის გამო და რაც ყველაზე მთავარია, ისინი მერიას უყურადღებობასა და დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ირწყვება მხოლოდ მერიის წინა ტერიტორია.


„გზა ამ ეტაპზე არის გადათხრილი და ყოველდღიურად ისეთიმტვერია ფანჯრის გაღება ხდება შეუძლებელი , საკმარისია ტელეფონი ან სხვა ნივთი ოთახში ნახევარი საათი იდოს რომ მტვრის საფარი დაედოს და ამ ფონზე იმის ნაცვლად, რომ უფრო გახშირებული იყოს ამ მონაკვეთის მორწყვა, რათა მტვრის ბუღი მეოთხე სართულამდე არ აღწევდეს, ფოტოზე ჩანს რომ მხოლოდ მერიის მიმდებარედ ირწყვება..

ეს არის სრული უპასუხისმგებლობა !!! მითუმეტეს რომ მანქანები ავზოს ასავსებად სწორედ ჩვენი კოპუსის ეზოს იყენებენ ..
იქნებ შესაბამისმა სამსახურებმა გაუწიონ მეთვალყურეობა და მიექცეს ყურადღება ამ ფაქტს.. და სანამ გზის საფარი დაიგება მოირწყოს და თან ხშირად..
პ.ს. მუნიციპალიტეტს ვერ ვნიშნავ პოსტზე ..იმედია ნახავენ“- წერს ერთ-ერთი ფეისბუკმომხმარებელი.

სიახლეები

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება – ექიმები

ექიმების ნაწილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას ეხმაურება. ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი გამოძიება,...

უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე გამოძიება გრძელდება – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტის ფარგლებში გამოძიება ორი მიმართულებით მიდიოდა. სუს-ის პირველი...

შსს აქციების დროს ქლორობენზილიდინ მოლონონიტრილს იყენებდა და არა კამიტს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია,...

როდესაც CS-ს წყალში ურევ, უკვე ნაგავი ხარ – ჟურნალისტი დავით ნიკურაძე

საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის უმეტესწილად აშშ-ში მიმდინარე მოვლენების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ სახალხო პროტესტის...