მთავარისიახლეებიპოლიტიკაწულუკიანმა ხელები დაიბანა: ,,შეწყალების კანდიდატები პენიტენციურ სამსახურთან და იუსტიციის სამინისტროსთან შეჯერებული...

წულუკიანმა ხელები დაიბანა: ,,შეწყალების კანდიდატები პენიტენციურ სამსახურთან და იუსტიციის სამინისტროსთან შეჯერებული არ ყოფილა”

Published on

საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების კანდიდატები პენიტენციურ სამსახურთან და იუსტიციის სამინისტროსთან შეჯერებული არ ყოფილა. თეა წულუკიანის თქმით, ის ისურვებდა, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლის სიცოცხლის ხელყოფისათვის დაკავებულის შეწყალება არ მოხდეს:

„მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების კანდიდატები პენიტენციურ სამსახურთან და იუსტიციის სამინისტროსთან შეჯერებული არ ყოფილა. ვფიქრობ, რომ როდესაც სახეზეა პოლიციელის, ჯარისკაცის, ესკორტის ოფიცრის ან ისეთი ადამიანის მკვლელობა რომელიც არის სახელმწიფოს სახე, სახელმწიფოს წარმომადგენელი, მათი სიცოცხლის ხელყოფისთვის დაკავებულების შეწყალება არ მოხდეს. მე ამას ვისურვებდი“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

შეგახსენებთ, 22 წლის ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანიას მკვლელობისთვის მსჯავრდებული მოჭიდავე რამაზ დევაძე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს შეიწყალა კიდევ 33 პატიმართან ერთად. პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირის შეწყალებას საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა.

სიახლეები

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი – Су-57 ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი - Су-57 ჩამოვარდა - ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს და წერს,...

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...

ექიმების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა...

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...