მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ-ის ელჩად დონალდ ტრამპი საქართველოში კელი დეგნანს წარადგენს

აშშ-ის ელჩად დონალდ ტრამპი საქართველოში კელი დეგნანს წარადგენს

Published on

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში ელჩად კელი დეგნანს წარადგენს.

კელი დეგნანი ამჟამად აშშ-ის ელჩის მოადგილეა იტალიასა და სანმარინოში. რომში დიპლომატიურ საქმიანობამდე, დეგანი სახელმწიფო დეპარტამენტში, სახელმწიფო მდივნის აპარატში საქმიანობდა. დეგანი იყო შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე კოსოვოში. კოსოვოს დიპლომატიურ მისიაში ის ბრიუსელის ნატოს ოფისიდან გადავიდა, სადაც ის პოლიტიკური მრჩევლის თანამდებობაზე იყო სამი წლის განმავლობაში. დეგანი მსახურობდა ასევე ავღანეთში, თურქეთსა და პაკისტანში. 
დეგნანის ელჩად დანიშნვის შესახებ ვაშინგტონის მხრიდან ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

აშშ-ს წელიწადზე მეტია საქართველოში ელჩი არ ჰყავს. პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ ელჩად დანიშნულ იან კელის უფლებამოსილების ვადა 2018 წლის მარტში ამოეწურა. აშშ-ის ელჩის მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებს.

სიახლეები

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების...

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...