მთავარისიახლეებისაზოგადოებამგზავრებისთვის მოულოდნელი და ასევე უკმაყოფილების მიზეზი აღმოჩნდა ხუთი ლარით გაძვირებული ბილეთის შეძენა...

მგზავრებისთვის მოულოდნელი და ასევე უკმაყოფილების მიზეზი აღმოჩნდა ხუთი ლარით გაძვირებული ბილეთის შეძენა [Video]

Published on

დღეს ზუგდიდის რკინიგზის სადგურზე მისულ მგზავრებს თბილისის მიმართულებით სამარშუტო ტაქსის ბილეთის შეძენა 15 ლარის ნაცვლად 20 ლარად მოუწიათ. მძღოლებს რამდენიმე არგუმენტი მოყავთ თუ რატომ გააძვირეს მგზავრობის ღირებულება. მათი თქმით, ბოლო დღეებში საწვავზე ფასები დაახლოებით 20 თეთრით არის გაზრდილი და შესაბამისად ბილეთის ფასის ღირებულების გაზრდა გახდა საჭირო. მგზავრობის ღირებულების გაძვირების გარდა, მძღოლები ავტონაწილებზეც გაზრდილი ფასების გამოც ჩივიან. მგზავრებისთვის მოულოდნელი და ასევე უკმაყოფილების მიზეზი აღმოჩნდა ხუთი ლარით გაძვირებული ბილეთის შეძენა, თუმცა როგორც ჩვენთან საუბარში განმარტეს, ფასებმა ყველაფერზე მოიმატა, ლარი გაუფასურდა და მგზავრობის ღირებულების გაზრდაც გარდაუვალი იყო. სამარშუტო ტაქსის მძღოლები აცხადებენ, რომ თუ საწვავის ფასი არ დარეგულირდა და უფრო გაიზარდა, მაშინ გამორიცხული არაა, რომ მგზავრობის ტარიფმა კიდევ მოიმატოს.

სიახლეები

ქალი პოლიტიკოსები პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვენ.

ქალი პოლიტიკოსები პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი მოითხოვენ პატიმრობაში მყოფი ნანა სანდერისა და ანასტასია...

“რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა” – მაია სანდუ

"რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა" - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს...

თაკო გვილიას სიტყვა “ფარჩაკის” გამო 4000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს

სამოქალაქო აქტივისტს, თაკო გვილიას სიტყვა "ფარჩაკის" გამო 4000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს - გადაწყვეტილება ზუგიდიდს...

საგამოძიებო სამსახური – ილია ღუდუშაურმა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილის, გუგა თავბერიძის განმარტებით, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა...