დღეს დილიდან ბულვარის ტერიტორიაზე ხელმოწერები გროვდება ლგბტ თემის უფლებების დაცვის საფარქვეშ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აღკვეთაზე. ხელმოწრების შემგროვებელი პირები ამბობენ, რომ მათ ეს დავალება ეკლესიისგან მიიღეს. ისინი მოითხოვენ საქართველოს კანონმდებლობიდან სრულად, მათ შორის ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ამოღებულ იქნას ტერმინები „გენდერული იდენტობა და გამოხატვა“, „სექსუალური ორიენტაცია.“ სოდომია ანუ ლგბტ არის ნორმიდან გადახრა, გარყვნილება და უნდა აიკრძალოს მისი გასაჯაროება ნებისმიერი ფორმით. „ოდიშინიუსი“ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას დაუკავშირდა. ეპარქიის პრესსამსახურის ინფორმაციით, არ იციან თუ რა ხელმოწერებზეა საუბარი და ვინ აგროვებს მას. შეგახსენებთ, რომ ამ პეტიციაზე ხელმოწრები 20 ივლისს ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო მშენებარე ტაძრის ეზოში გაიმართა. ხელმოწერებს საინიციატივო ჯგუფი “ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის” აგროვებდა ლევან ვასაძის ორგანიზებით, რომელიც მოგვიანებით ჩამოვიდა და იმ დღეს ტაძრის ეზოში გაშლილ 150 კაციან ტრაპეზს შეუერთდა, რომელიც, როგორც ცნობილი გახდა ზუგდიდელმა ბიზნესმენმა გიორგი ბერიშვილმა დააფინანსა.
ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ზუგდიდში ხელმოწერები გროვდება [Video]
- Tags
- video
სიახლეები
სიახლეები
მივმართავ პარლამენტს, არ მიიღოს ეს ცვლილება – ევროსაბჭოს კომისარი გრანტების კანონზე
ევროპის საბჭოს კომისარი ადამიანის უფლებების საკითხებში, მაიკლ ო ფლაერთი ეხმაურება ქართული ოცნების მიერ გრანტების...
სიახლეები
62 პროფესორიდან არცერთი ეთანხმება უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას – თსუ-ის პროფესორების განცხადება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები, თსუ-სა და...
სიახლეები
საქართველოში სიგარეტი კიდევ გაძვირდა
საქართველოში სიგარეტი კიდევ გაძვირდა. ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მათ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში განუცხადეს, რომ...
სამართალი
ცოლად შერთვის მიზნით 19 წლის გოგო გაიტაცა და გააუპატიურა – დაკავებულია სამი პირი
სამართალდამცველებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გაუპატიურების ბრალდებით სამი პირი: 1996...