მთავარისიახლეებიTI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

Published on

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია.

“ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ იჭერენ, კლავენ და სპეციალურ სამარხებში მარხავენ, ხელისუფლების მითითებით, მიუსაფარ ძაღლებს. მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების ადგილიდან გაყვანისა და უკან არდაბრუნების პრაქტიკა ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სტანდარტებს, ისე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ევთანაზიის ჩარჩოებში ვერაფრით ჯდება ჯანმრთელი, არააგრესიული და ვაქცინირებული ძაღლების მოკვლა.

ხელისუფლების პოლიტიკა მიუსაფარი ცხოველების მიმართ არა მხოლოდ არაჰუმანური და უკანონო, არამედ არაეფექტიანიც არის. არაჰუმანური მეთოდის გამოყენება ვერ აგვარებს ჰიპერპოპულაციის საკითხს, რადგან ტერიტორიაზე კვლავ გამოჩნდებიან ადამიანებისგან მიტოვებული ახალი ცხოველები. პრობლემის სისტემური გადაწყვეტა პატრონიანი ცხოველების გამრავლების კონტროლს, სტერილიზაციის პროგრამების გაფართოებასა და პრევენციას მოითხოვს და არა მიუსაფარი ძაღლების განადგურებას.

TV პირველის სიუჟეტში გახმოვანებული ინფორმაცია და მტკიცებულებები აუცილებელს ხდის სწრაფი, ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას, თავშესაფრებში ყოველი ცხოველის მიღების, მკურნალობისა და გაშვების ჩანაწერების გასაჯაროებასა და თავშესაფრების დამოუკიდებელ ინსპექტირებას.

კანტი გვახსენებს, რომ ცხოველის მიმართ სისასტიკე ადამიანის გულზე მეტყველებს, სახელმწიფოს შემთხვევაში კი – მისი ინსტიტუტების ხასიათზეც: რამდენად ემორჩილება სახელმწიფო საკუთარ კანონებს, რამდენად გამჭვირვალეა მის მიერ განხორციელებული ზომები და როგორ ეპყრობა ის მათ, ვისაც ხმის ამოღება არ შეუძლია”. – წერს TI.

შსს-ს განცხადებით, ველის სასაფლაოზე ძაღლების სამარხების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ცნობისთვის, 30 ოქტომბერს, TV პირველმა გაავრცელა ნოდარ მელაძის შაბათის გადაცემის ანონსი, სადაც ცხოველთა დამცველების განცხადებით, არის კადრები თუ როგორ მარხავენ ძაღლების ნეშტებს ღამით, სპეციალურად მოწყობილ ორმოებში.

31 ოქტომბერს ცხოველთა დამცველებმა ასევე გაავრცელეს ველის სასაფლაოზე გადაღებული კადრები, სადაც ჩანს ორმოები და ძაღლების ნეშტები.

ვიდეოები ასახავს პროცესს, რომელიც დაშვებულია კანონმდებლობით – სააგენტო ვალეს სასაფლაოზე
პარალელურად, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დაწერა, რომ “ცხოველთა სამარხთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ განხორციელებული თვითნებური ქმედებები მიზნად ისახავს თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში დაძაბულობის ხელოვნურად შექმნას”.

სააგენტოს განცხადებით, კადრებში ასახული პროცესი სრულად დაშვებულია კანონმდებლობით და სამარხი განკუთვნილია თბილისის ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტებისთვის.

როგორც სააგენტო აცხადებს, მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს, “შეისწავლონ გარკვეული ჯგუფის მიერ განხორციელებული ვანდალური ქმედება და მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება”.

სიახლეები

ზელენსკის თქმით, მზადაა, რომ პუტინსა და ტრამპს თურქეთში შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მზადაა, პუტინსა და ტრამპს მოლაპარაკებებისთვის თურქეთში შეხვდეს. მისივე...

დიდმა ბრიტანეთმა რუსულ საბრძოლო ხომალდზე თვალთვალისთვის დრონი MQ-9B Protector-ი პირველად გამოიყენა

დიდმა ბრიტანეთმა რუსულ საბრძოლო ხომალდზე თვალთვალისთვის დრონი MQ-9B Protector-ი პირველად გამოიყენა - სამეფო საზღვაო...

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის პროტესტი პროკურატურასთან

გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლები ყოველ ორშაბათს გენერალურ პროკურატურასთან მიდიან მოთხოვნით - დაიწყოს საქმის ხელახალი გამოძიება ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს -...