გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა.
“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს გელა გელაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2026 წლის 2 ნოემბრიდან.” – ნათქვამია ბრძანებაში, რომელსაც ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, გელაძე “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” სამეთვალყურეო საბჭოს წერვად დაინიშნა